ადმინისტრირება

პროგრამის შესახებ

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის ტრადიციას, თანამედროვე გლობალური პრობლემებისადმი კრიტიკულ თეორიულ მიდგომებსა და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოებ ანალიზს. პროგრამას აქვს ინტერდისციპლინური ორიენტაცია, რაც უზრუნველყოფს დარგთაშორის დიალოგის განვითარებასა და კვლევითი საკითხების გაფართოებას. პროგრამაში ჩართულ პროფესორთა ინტერესები მოიცავს კრიტიკულ მიდგომებს თანამედროვე ანთროპოლოგიისადმი და მას აკავშირებს ფილოსოფიასთან, ეთიკასთან, პოლიტიკასთან, სემიოტიკასთან, ესთეტიკასთან, ეკოლოგიასთან, მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან, ასევე აფექტის თეორიასთან, ურბანულ, ვიზუალურ და ჟღერადობის კვლევებთან. პროგრამა დოქტორანტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ორმაგი ხარისხი კოტუტელის (თანახელმძღვანელობის) ფორმატის ფარგლებში და მიიღოს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს რჩევები კვლევის განვითარების პროცესში.

სადოქტორო პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს პროგრამის ხელმძღვანელი, პროგრამის ექსპერტი და პროგრამის კოორდინატორი.

პროგრამის ხელმძღვანელი თამთა ხალვაში.

პროგრამის ექსპერტი თამარ გეთიაშვილი.

პროგრამის კოორდინატორი ზვიად დარჩიაშვილი.