გასული კვლევითი პროექტები

კვლევითი ჯგუფები ინსტიტუციონალურ დონეზე წარმოქმნილი ქსელებია, რომლის ფარგლებშიც ვითარდება არსებული კვლევებისა და სწავლების ჩარჩოები. კვლევითი ჯგუფების მიზანია ორგანიზება გაუკეთოს კოლაბორაციულ კვლევებსა და სწავლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რელიგიურობა ახალგაზრდა ქართველებში

პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან გურჩიანი; პროექტის მონაწილეები ელენე გავაშელიშვილი, მარიამ დარჩიაშვილი და ნინო რჩეულიშვილი. დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2015-2018.

კვლევითი პროექტის მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდების ყოვედღიურობაში რელიგიურობის ჰოლისტური სურათის შექმნა და ანალიზი. ამგვარი სურათის შექმნისთვის პროექტში პასუხი გაეცა კითხვებს: რაში გამოიხატება რელიგია ყოველდღიურობაში, როგორია რწმენების მრავალფეროვნება რელიგიურ სისტემაში, რომელზეც აგებულია ყოველდღიურობა, რა მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანები რიტუალებს, სიმბოლოებს და რამდენად ახდენს ეს ყველაფერი გავლენას მათ განწყობასა და ცხოვრებაზე, მნიშვნელობის მინიჭებისას რამდენად დიდია დომინანტი რელიგიის გავლენა? როგორია დღევანდელი რელიგიურობის გენეალოგია? როგორ ხდება შეთანხმება და რამდენად იწვევს მოლაპარაკებები მეტ დამოკიდებულებას? საბჭოთა ტაქტიკას უფრო შეეფერება, რომელიც მეტ მორჩილებას იწვევდა თუ ნეო-ლიბერალურ დამოუკიდებელ ადამიანს, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს? კითხვების მესამე წყება უფრო მეტად ცვლილებებს და გავლენას ეხება: რამდენად ახდენს გავლენას ახლანდელი რელიგიურობა ყოველდღიურობაში სხვა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებთან თანაცხოვრებაზე? რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის გავლენა სხეულთან დაკავშირებულ და სხვა დომესტიკურ რიტუალებზე? რა არის ის გნდერული მოლოდინები, რომელიც მართლმადიდებლობის და ‘ქართულობის» შერევის შედეგად ყალიბდება.

პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის ინტერნეტ ბმული