დაფინანსება

კვლევითი სამუშაოს დაფინანსების ფონდი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მიზანია პროგრამაში ჩართული დოქტორანტებისა და პროფესორებისთვის საველე კვლევის ან საარქივო სამუშაოს, თუ სხვა აკადემიურ აქტივობებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.     დაფინანსების მისაღებად სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
  • უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • დაცული უნდა ჰქონდეთ პროსპექტუსი;
  • წარადგინონ კვლევის ბიუჯეტი (მგზავრობის, ცხოვრების ან საარქივო კვლევის ხარჯები).
  უპირატესობა მიენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც:
  • არ აქვთ სტიპენდია/ არ ფლობენ სხვა დაფინანსების წყაროებს კვლევის ჩასატარებლად;
  • სტუდენტებს, რომელთა საველე სამუშაოებიც სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯების გაწევას ან საარქივო სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს.
  გადაწყვეტილებების გამოცხადება:
  • გადაწყვეტილებები მიიღება ყოველი აკადემიური სემესტრის ბოლოს.
  • კანდიდატების შერჩევის გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის დარგობრივი საბჭო. საბჭო აარჩევს ორ ან სამ კანდიდატს და დასაფინანსებლად წარუდგენს სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტს.

PDF