პროგრამაზე მიღება

პროგრამაზე მიღების წინაპირობები

PDF
პროგრამაზე მიღების წინაპირობებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ჩამოტვირთეთ მოცემული დოკუმენტი.
PDF

განაცხადის მიღება

ატვირთვის ფორმა დროებით დახურულია
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2021 წლის 9 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნონ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელ. ფოსტაზე phd@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოკუმენტები უნდა გადაიგზავნოს ერთხელ ერთ საქაღალდედ აკინძული PDF ფორმატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება.

1. სარეგისტრაციო ფორმა

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

4. ავტობიოგრაფია (CV);

5. ფოტოსურათი 3x4;

6. სადოქტორო კვლევითი განაცხადი ხელმოწერილი პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ; მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით მიმართულებების მიხედვით იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში.

7.იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს სურს ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლება უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი-Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

8. აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
ატვირთვის ფორმა დროებით დახურულია