სადოქტორო პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა გამოირჩევა სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიისადმი ფართე მიდგომით, რაც ასახულია სავალდებულო და არჩევით კურსებში და მიმდინარე კვლევით აქტივობებში. პროგრამა მიმართულია შესთავაზოს დოქტორანტებს მრავალფეროვანი თეორიული და მეთოდოლოგიური სწავლება და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოები კვლევითი ჩარჩოები. პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებს შესაძლებლობა აქვთ დისერტაცია დაწერონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

პროგრამის სტრუქტურისა და შეთავაზებული საგნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში

PDF

დაფინანსება

სადოქტორო პროგრამის სწავლების კომპონენტი სრულადაა დაფინანსებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. კვლევის დაფინანსებისთვის პოტენციურ დოქტორანტებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებს. შესაბამისი რესურსის გამოძებნის შემთხვევაში, შესაძლებელია ინდივიდუალური სადოქტორო პროექტების ინსტიტუციონალურ დონეზე დაფინანსებაც.