საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო

პროგრამის შესახებ

საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის ტრადიციას, თანამედროვე გლობალური პრობლემებისადმი კრიტიკულ თეორიულ მიდგომებსა და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოებ ანალიზს. პროგრამას აქვს ინტერდისციპლინური ორიენტაცია, რაც უზრუნველყოფს დარგთაშორის დიალოგის განვითარებასა და კვლევითი საკითხების გაფართოებას. პროგრამაში ჩართულ პროფესორთა ინტერესები მოიცავს კრიტიკულ მიდგომებს თანამედროვე ანთროპოლოგიისადმი და მას აკავშირებს ფილოსოფიასთან, ეთიკასთან, პოლიტიკასთან, სემიოტიკასთან, ესთეტიკასთან, ეკოლოგიასთან, მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან, ასევე აფექტის თეორიასთან, ურბანულ, ვიზუალურ და ჟღერადობის კვლევებთან. პროგრამა დოქტორანტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ორმაგი ხარისხი კოტუტელის (თანახელმძღვანელობის) ფორმატის ფარგლებში და მიიღოს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს რჩევები კვლევის განვითარების პროცესში.

პროგრამას ჰყავს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართული დოქტორანტების თანახელმძღვანელობას და ერთობლივი კვლევითი პროექტების, სემინარებისა და კოლოქვიუმების განხორციელებას.

ექსპერტთა საბჭოს წევრები

პროფ. მათიას პელკმანსი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა, ანთროპოლოგიის დეპარტამენტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი (კვლევითი მიმართულება: კავკასია, შუა აზია, საზღვრების ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, რელიგიის ანთროპოლოგია.

პროფ. ბრუს გრანტი – ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის თავჯდომარე (კვლევითი მიმართულება: კავკასია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ანთროპოლოგია, კულტურული ისტორია, რელიგია, პოლიტიკა);

პროფ. პოლ მენინგი – ტრენტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი მიმართულება: ლინგვისტური ანთროპოლოგია, ისტორია, სემიოტიკა, ურბანული ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, კოლონიალიზმი, კავკასია, საქართველო);

ასოცირებული პროფ. მარტინ დემანტ ფრედერიკსენი – ორჰუსის უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: ახალგაზრდობა, ნიჰილიზმი, კრიმინალი და კორუფცია, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურა, დრო და მატერიალურობა);

პროფ. ვალენტინა იზმირლიევა – კოლუმბიის უნივერსიტეტი, სლავური კვლევების დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: ბალკანური და რუსული რელიგიური კულტურები, იმპერიები, ისტორია, ლიტერატურა);

პროფ. ენ მენილი – ტრენტის უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: შუა აღმოსავლეთი, არაბეთის ნახევარკუნძული, იტალია, რელიგია და მსოფლიო ხედვა, განსხეულება, გენდერი, ეთნოგრაფიული მეთოდები და ანთროპოლოგიის ისტორია);

კატრინ გოთფრედსენი, უფროსი ლექტორი – მალმოს უნივერსიტეტი, კავკასიის კვლევის პროგრამა (კვლევითი ინტერესები: პოლიტიკური ტრანსფორმაცია, გაურკვევლობა, რელიგია, ისტორია, იდენტობა, მორალურობა, პოლიტიკური ფორმები და პრაქტიკები);

პროფ. ჟოაო პინა-კაბრალი – კენტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიისა და კონსერვაციის დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: რელიგია, სიმბოლიზმი, ძალაუფლება, ეთნოგრაფიული მეთოდოლოგიის ისტორია, ეთნიკურობა კოლონიურ და პოსტკოლონიურ სივრცეებში);

ასოცირებული პროფესორი მარია ლოუ – ორჰუსის უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: რელიგია, შუა აზია, ათეიზმი, მორალურობა, სუფიზმი);

მკვლევარი ლელა რეხვიაშვილი – ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტი (კვლევითი ინტერესები: პოლიტიკური ეკონომია, პოსტ სოციალისტური ტრანზიცია, არაფორმალური ეკონომიკური პრაქტიკები, სოციალური მოძრაობები);

პროფესორი ელიზაბედ ქალენ დანი – ინდიანის უნივერსიტეტი ბლუმინგტონში, გეოგრაფიის დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: იძულებითი მიგრაცია, ჰუმანიტარიანიზმი, კვების ანთროპოლოგია, აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია);

ლექტორი ნინო აივაზიშვილი-გეენე - ბოხუმის უნივერსიტეტი, სოციალური ფსიქოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის განყოფილება (კვლევითი ინტერესები: მოქალაქეობა, უმცირესობები, საზღვრის ანთროპოლოგია, კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო).