2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ინგლისური ენის (B2) გამოცდის შედეგები

ინგლისური ენის B2  დონის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის  შედეგები იხილეთ აქ.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 5 აგვისტოს (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

ინგლისური ენის განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 6 აგვისტოს. დამატებით ინფორმაციას კანდიდატი მიიღებს ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2021 წლის  9 აგვისტოს  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ინგლისური ენის გამოცდაში გამსვლელი ქულის (60 და მეტი) დაგროვების შემთხვევაში, აპლიკანტი გადადის მე-3 ეტაპზე.

მნიშვნელოვანია!

ინგლისური ენის გამოცდის სააპელაციო კომისიის შეფასება საბოლოოა, კომისია თავიდან აფასებს აპლიკანტს და უფლებამოსილია მოუმატოს შეფასება, დატოვოს უცვლელი ან შეამციროს პირველადი შეფასება.

ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი

ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge