2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ინგლისური ენის (B2)  გამოცდის განრიგი

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ინგლისური ენის (B2) გამოცდის განრიგი

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ დისტანციურად პროგრამა ზუმის გამოყენებით 2021 წლის 3 აგვისტოს.

გამოცდაზე დასასწრები ბმული საიდენტიფიკაციო კოდებისა და დროის მითითებით იხილეთ აქ. გამოცდაზე აპლიკანტი დაიშვება საიდენტიფიკაციო კოდის გასწვრივ მითითებულ დროს.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმებიpublic version – band descriptors.
მნიშვნელოვანია!
აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამოცდის მსვლელობისას ვიდეოგამოსახულება უნდა ჰქონდეთ ჩართული. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტისა და ვიდეოგამოსახულების ჩართვის გარეშე აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან!

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე,
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge