დოქტორანტ მარია საკირკოს საჯარო ლექცია „არც აქ და არც იქ: მოსკოვში მცხოვრები მეორე თაობის მიგრანტი ქართველების მიკუთვნებულობის ნარატივები“

11 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კემბრიჯის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი მარია საკირკო წაიკითხავს ლექციას „არც აქ და არც იქ: მოსკოვში მცხოვრები მეორე თაობის მიგრანტი ქართველების მიკუთვნებულობის ნარატივები“. მოხსენება ეფუძნება მარია საკირკოს სადოქტორო კვლევის შედეგებს იმ ქართული ოჯახების გამოცდილებაზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვში […]
ტარას ფედირკოს ონლაინლექცია „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით გლაზგოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ტარას ფედირკო ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“. დრონები, „რედ ბულის“ ქილები და ხელყუმბარები – უკრაინის ომში ფრონტის ხაზის სამი სიმბოლური საჩუქარია. მომხსენებელი შეეხება საკითხს, როგორ ყალიბდება ომის ეკონომიკა სანგრებში ამ […]
იუჯინ სლონიმეროვის ონლაინლექცია „სადაა არსენალის მთა?“ ვიზუალური და ჩართული კვლევის მეთოდები ურბანულ ლანდშაფტში“

21 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით იუჯინ სლონიმეროვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „სადაა არსენალის მთა?“ ვიზუალური და ჩართული კვლევის მეთოდები ურბანულ ლანდშაფტში“. იუჯინ სლონიმეროვის კვლევა ეხება თბილისის ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზას, რომელიც აღიქმება როგორც არაადამიანური სუბიექტი და „მწვანე ჰეტეროტოპია“, ადგილი, სადაც მწირ მწვანე სივრცეში ყალიბდება „უცნაური სხვადმყოფობის“ […]
დოქტორ ივან გოლოლობოვის ონლაინლექცია „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“

14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. მომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის, როგორც პოლიტიკური დისკურსის, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით, […]
დოქტორანტ რიკი ბრაუნის ონლაინლექცია „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“

7 ოქტომბერს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა კრუზი) ანთროპოლოგიის დოქტორანტი რიკი ბრაუნი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“. ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) ინდუსტრია სწრაფად იზრდება და მისი კრიპტოვალუტები, მაგალითად ბიტკოინი, ასევე არაგაცვლადი ტოკენები (NFT-ები), სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ტრანზაქციული საზოგადოებისა და […]
პროფესორ ამიელ ბიზეს ონლაინლექცია „ტყის ნაშთები: შეშის შეგროვება და „სოფლის ღარიბების“ იდეა“

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ამიელ ბიზე ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ტყის ნაშთები: შეშის შეგროვება და „სოფლის ღარიბების“ იდეა“. პროფესორი ბიზე აღმოსავლეთ აფრიკის სოფლის მცხოვრებთა მიერ ტყის პროდუქტების შეგროვებას განიხილავს, როგორც საწყის წერტილს საკუთრების უფლებისა და ტყის შემოღობვის საკითხებზე ფიქრისთვის. კარლ მარქსის […]
გრეტა ლინ უჰლინგის საჯარო ლექცია „უკრაინის დეკოლონიზაცია: ყირიმელი თათრები, ადგილობრივი მიკუთვნებულობა და აღიარების პერსპექტივა“

11 ივლისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის მოწვევით მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი გრეტა ლინ უჰლინგი წაიკითხავს ლექციას „უკრაინის დეკოლონიზაცია: ყირიმელი თათრები, ადგილობრივი მიკუთვნებულობა და აღიარების პერსპექტივა“. რა ხდება, როდესაც ხალხი, რომელიც დიდი ხნით გაქრა რუკებიდან, სახელმძღვანელოებიდან და ისტორიიდან, შეეცდება არ გაქრეს? უჰლინგის ახალი წიგნი „უკრაინის დეკოლონიზაცია“ […]
დოქტორანტმა დათო ლაღიძემ მონაწილეობა მიიღო გლობალური მობილობის კონფერენციაში სეულში

2024 წლის 24-26 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, დათო ლაღიძემ მონაწილეობა მიიღო გლობალური მობილობის ჰუმანიტარულ კონფერენციში სეულში, სამხრეთ კორეაში. დათო ლაღიძე მონაწილეობდა ლეიდენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში – Aspirational Infrastructure Research: Mobilities, Airports, Place (AIR-MAP), სადაც მან წარადგინა პრეზენტაცია სათაურით „ქუთაისის აეროპორტი: მიგრაცია, ინფრასტრუქტურა და განვითარება“. 2024 წლის GMHC-ის […]
პროფესორმა ქეთევან გურჩიანმა ბინგჰემტონის უნივერსიტეტში საჯარო მოხსენება წაიკითხა

ანთროპოლოგიის პროფესორმა ქეთევან გურჩიანმა, 18 ნოემბერს ბინგჰემტონის უნივერსიტეტში საჯარო მოხსენება წაიკითხა სახელწოდებით, “Creeping dead and adopted graves: what cemeteries do in Tbilisi”. როგორ აყალიბებდა სიკვდილთან დაკავშირებული პრაქტიკები და გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების შესახებ იდეები თბილისის სასაფლაოებსა და ურბანულ ცხოვრებას? ეს მოხსენება იკვლევს, თუ როგორ მოქმედებენ სასაფლაოები როგორც ბაღები, ასევე არაბაღები – მწვანე, ღია სივრცეები, რომლებიც ეწინააღმდეგება […]
პროფესორმა თამთა ხალვაშმა გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პერიფერიული სირცხვილი“ საჯარო პრეზენტაცია გამართა ვარშავის უნივერსიტეტში

ანთროპოლოგიის პროფესორმა თამთა ხალვაშმა, ვარშავის უნივერსიტეტის სემინარების სერიის „პოსტკოლონიური პერსპექტივები – პოსტდამოკიდებულების ხლართები“ ფარგლებში, 19 ნოემბერს წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით, „პერიფერიული სირცხვილი: აფექტური ქალაქი და ერი პოსტკოლონიალური საქართველოს მიჯნაზე“, რომელიც მის გამოსაცემად მომზადებულ წიგნს ეყრდნობა. ამ წიგნის საშუალებით, თამთა ხალვაში იკვლევს პოსტსაბჭოთა საქართველოს როგორც უნიკალურ პოსტკოლონიურ სივრცეს, რომელიც წარმოშობს პერიფერიული სირცხვილის ემოციურ მდგომარეობას. საოჯახო არქივებისა და […]