სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის განცხადება ამავე პროგრამის დოქტორანტის გიორგი ხასაიას თაობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურულიანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მისივედოქტორანტის, გიორგი ხასაიას მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩა N1-ში აღსრულების პოლიციამხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცედურა დაიწყო, რასაც ოჯახისმხარდასაჭერად მობილიზებულ მოქალაქეთა ნაწილის სამართლიანი პროტესტიმოჰყვა. ძალადობრივი გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისასსამართალდამცავმა უწყებამ პროტესტის 20-მდე მონაწილე დააკავა, მათ […]

ილიაუნის პროფესორმა თამთა ხალვაშმა კორნელის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა წარმატებით დაასრულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა თამთა ხალვაშმა კორნელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საზოგადოებაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამა წარმატებით დაასრულა. კორნელის უნივერსიტეტის ინოვაციური სწავლების ცენტრის პროგრამის „მადლობა გადავუხადოთ პროფესორს“ ფარგლებში (Thank a Professor Program) თამთას ლექციების კურსმა „ჩამოშლისა და შეკეთების ეთნოგრაფიები“ (Ethnographies of Brokenness and Repair) სტუდენტების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რაც […]

ქეთევან გურჩიანი ფრობენიუსის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი გახდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი ფრობენიუსის (ფრანკფურტი, გერმანია) ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი https://bit.ly/3osZVKc გახდა. ფრობენიუსის ინსტიტუტი ანთროპოლოგიური და ისტორიული კვლევების ინსტიტუტია. დაარსების დღიდან მისი ძირითადი ინტერესი ძირითადად აფრიკა იყო, თუმცა ასევე მოიცავს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ავსტრალიას, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და ოკეანიას. ბოლო დროს ამ ინსტიტუტის მთავარი ფოკუსია გლობალიზაციის კონტექსტში კულტურული ათვისების პროცესების კვლევა. ფრობენიუსის […]

„დეკოლონიური პერსპექტივები: იორდანიაში სირიელი ლტოლვილები და მშვიდობის გადააზრების მცდელობა“ – მკვლევარ ბაიან არურის საჯარო მოხსენება

28 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ანთროპოლოგიური სემინარებისა და გენდერის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ტამპერის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაიან არური წაიკითხავს მოხსენებას „დეკოლონიური პერსპექტივები: იორდანიაში სირიელი ლტოლვილები და მშვიდობის გადააზრების მცდელობა“ Bayan Arouri “Towards Decolonial Perspectives: Rethinking Peace within Syrian Refugee Communities in Jordan მომხსენებლის შესახებ ბაიან არური ტამპერის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტისა და ტამპერის უნივერსიტეტის დოქტორანტია. […]

„ყოველდღიური ცხოვრება საზღვრებს შორის. მობილობა და ტრანსლოკალური პრაქტიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში” – ანთროპოლოგ კლაუდია კოსიცინსკას ონლაინმოხსენება

7 აპრილს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარის ფარგლებში ანთროპოლოგი კლაუდია კოსიცინსკა ისაუბრებს თავის კვლევაზე „ყოველდღიური ცხოვრება საზღვრებს შორის. მობილობა და ტრანსლოკალური პრაქტიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში”. თემის მოკლე მიმოხილვა მიგრაცია, ჩვეულებრივ, გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის დროებით ან მუდმივ შეცვლას, დაკავშირებულს გარემოსა და ენის სრულ ცვლილებასთან, წარმოშობის ქვეყნიდან გასვლასა და ოჯახთან დროებით განცალკევებასთან. ასევე მოითხოვს ახალ სოციალურ-კულტურულ […]

THE ‘POST’ IN PERSPECTIVE: GLOBAL RECONFIGURATIONS OF LAW, POLITICS AND RELIGION – პროფესორ ვლად ნაუმესკუს ონლაინმოხსენება

31 მარტს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარის ფარგლებში პროფესორი ვლად ნაუმესკუ წაიკითხავს ონლაინმოხსენებას The “post“ in perspective: global reconfigurations of law, politics and religion „პოსტი“ სხვადასხვა თვალთახედვიდან: სამართლის, პოლიტიკისა და რელიგიის გლობალური რეკონფიგურაციები“. მოხსენების შესახებ ვლად ნაუმესკუ მიმოიხილავს კვლევებს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის შესახებ პოსტსოციალისტურ და პოსტკოლონიურ კონტექსტში , სადაც კანონი და რელიგია ისე გამსჭვალავს ერთმანეთს, რომ რიტუალები […]

„მეტაბოლური აპარატები ურბანული საკვების წარმოებაში. აკვაფონიკის პოლიტიკური ეკოლოგია“ – დოქტორანტ იან ბარტშის კვლევა

24 თებერვალს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში მარბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტი იან ბარტში წარმოადგენს კვლევას „Metabolic Apparatusses in or of the Anthropocene. The Political Ecology of Aquaponics“ („მეტაბოლური აპარატები ურბანული საკვების წარმოებაში. აკვაფონიკის პოლიტიკური ეკოლოგია“). კვლევის შესახებ სურსათის წარმოება სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც […]

„მრავალშრიანი სიახლოვე“ – მკვლევარ ნინო აივაზიშვილი-გენეს საჯარო ონლაინმოხსენება

17 თებერვალს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში მკვლევარი ნინო აივაზიშვილი-გენე გამართავს კვლევის „მრავალშრიანი სიახლოვე“ ონლაინპრეზენტაციას. კვლევის შესახებ ავტორს სურს მიგრაციის კვლევაში ახალი ცნების, „მრავალშრიანი სიახლოვის (“multiple intimacy”; multiple Vertrautheit) დამკვიდრება. კვლევა ერთგვარი ანალიზის მექანიზმია ემიგრანტების ტრანსნაციონალური და ტრანსლოკალური ცხოვრების სტილის ეფექტურად ასახვისთვის, რაც […]

საჯარო ლექცია „ფემინურობა და გენდერული როლები უკრაინაში ტრანსფორმაციის 30 წლის განმავლობაში: წინააღმდეგობრივი ტენდენციები მშვიდობისა და ომის დროს“

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ისტორიის, ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის კვლევითი სემინარის ფარგლებში კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი სვიტლანა ბაბენკო გამართავს საჯარო ლექციას „ფემინურობა და გენდერული როლები უკრაინაში ტრანსფორმაციის 30 წლის განმავლობაში: წინააღმდეგობრივი ტენდენციები მშვიდობისა და ომის დროს“. თემის მოკლე მიმოხილვა მომხსენებელი შეეხება პოსტსაბჭოთა უკრაინაში გენდერული წესრიგის გარდაქმნას რედტრადიციონალიზებისა […]

„წასული ხალხი და დარჩენილი სახლები: დავიწყებული და დამახსოვრებული გერმანული ნაშთები საქართველოში“

13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გაიმართება  online კვლევითი სემინარი ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე” ფარგლებში. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ბადრი ოყუჯავა წარადგენს პროექტს „წასულიხალხიდადარჩენილისახლები: დავიწყებულიდადამახსოვრებულიგერმანულინაშთებისაქართველოში“. წარმოდგენილი პროექტის ფოკუსში მოქცეულია თბილისში მცხოვრები გერმანული უმცირესობათა ჯგუფი (შვაბები), რომლებიც ქალაქსა და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან 1941 წლის […]

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია