პროფესორ ჰავვა ნესე ოზგენის ონლაინლექცია „მოქალაქეობის არმქონე პირები ლტოლვილთა ბანაკებში და ბანაკებს მიღმა“

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით დოქტორი ჰავვა ნესე ოზგენი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მოქალაქეობის არმქონე პირები ლტოლვილთა ბანაკებში და ბანაკებს მიღმა“. მომხსენებელი მოქალაქეობის არქონის საკითხს განიხილავს არა მხოლოდ როგორც სამართლებრივ პრობლემას, არამედ როგორც ცხოვრებისეულ მდგომარეობას. დოქტორი ოზგენი მიმდინარე კვლევითი პროექტის „ბანაკი, როგორც ცხოვრებისეული სამყარო: მოქალაქეობის არქონის […]
დოქტორანტ მარიამ შალვაშვილის სტატია „ცხოვრება მიცვალებულებთან: გლოვის პოლიტიკა და დისკურსები ნაციონალიზმსა და მოდერნულობაზე საქართველოში“ Routledge-ის საერთაშორისო სახელმძღვანელოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა მარიამ შალვაშვილმა Routledge-ის საერთაშორისო სახელმძღვანელოში Handbook of Queer Death Studies გამოაქვეყნა სტატია „ცხოვრება მიცვალებულებთან: გლოვის პოლიტიკა და დისკურსები ნაციონალიზმსა და მოდერნულობაზე საქართველოში“. ავტორი ეხება სამეგრელოში გლოვის პრაქტიკას. სკეპტიკურად განიხილავს თანამედროვე, მედიკალიზებული გლოვისა და სიკვდილის გაგებას და ისეთ მკაცრ და ნორმატიულ ბინარულობებს, როგორებიცაა: მკვდარი/ცოცხალი, პასიური/აქტიური, არყოფნა/ყოფნა, […]
დოქტორანტ ირაკლი ფიფიას საჯარო ლექცია „საბჭოთა ეპოქის გმირების დემონტაჟი საქართველოს სოფლებში“

18 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ირაკლი ფიფია წაიკითხავს ლექციას „საბჭოთა ეპოქის გმირების დემონტაჟი საქართველოს სოფლებში“. მომხსენებელი ისაუბრებს წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმზე. მუზეუმი 1946 წელს გაიხსნა და საბჭოთა იდეოლოგიის ძლიერი გავლენით წარმოადგენდა „ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის“ სიმბოლოს. 2006 წელს მუზეუმი გადაეცა […]
მიღება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია

პროგრამაზე მიღების მოთხოვნები 3 ვაკანტური ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს: საბუთების მიღება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან I ეტაპი: რეგისტრაცია სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ და ქვემოთ მითითებული დოკუმენტები გამოგზავნონ 2025 წლის 19 […]
დოქტორანტ ესმა ბერიკიშვილის სტატია ჟურნალში Caucasus Survey

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა გამოაქვეყნა სტატია ჟურნალში Caucasus Survey. ავტორი განიხილავს ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ურთიერთობების მოწესრიგებას კერძო სათევზაო კომპანიებსა და ადგილობრივ მეთევზეებს შორის, როგორ გამოიწვია ამ რეფორმებმა ახალი „არაფორმალური საზღვაო ეკონომიკური პრაქტიკების“ ჩამოყალიბება შავ ზღვაზე, კერძოდ, ქალაქ ფოთში. დოქტორანტი აღნიშნავს, რომ ეს […]
ისტორიკოს მერაია სი ტეილორის საჯარო ლექცია „მწვანე მეგობრები და ბაღ-ქარხნები: საბჭოთა კავშირის ინდუსტრიული ლანდშაფტები“

30 მაისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კორნელის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ისტორიკოსი მერაია სი ტეილორი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწვანე მეგობრები და ბაღ-ქარხნები: საბჭოთა კავშირის ინდუსტრიული ლანდშაფტები“. ლექციის ფინანსური მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევების ინსტიტუტის (ARISC) აკადემიური გაცვლითი პროგრამა. ლექცია საინტერესო იქნება ურბანული გარემოს ისტორიით, ლანდშაფტის დიზაინით, […]
კვლევითი სემინარი „არაფორმალური მმართველობა, დეევროპეიზაცია და პოლიტიკური პროტესტის დაბრუნება საქართველოში“

16 მაისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით გაიმართება კვლევითი სემინარი „არაფორმალური მმართველობა, დეევროპეიზაცია და პოლიტიკური პროტესტის დაბრუნება საქართველოში“. მომხსენებელი ლიკა წულაძე მიმოიხილავს, როგორ იქცა საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი ფართო პოლიტიკური საპროტესტო ტალღის კონტექსტად, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, განათლების რეფორმა, გენდერული და უმცირესობათა უფლებები. […]
დოქტორანტ სრომონ შარკარის საჯარო მოხსენება „იქ, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“

30 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით სრომონ შარკარი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტი საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ურბანული კვლევების მიმართულებით, წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „იქ, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“. მომხსენებელი ეთნოგრაფიულ დაკვირვებებზე დაყრდნობით განიხილავს […]
კატრინე ბენდცენ გოთფრედსენის საჯარო მოხსენება „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“

15 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ანთროპოლოგიის დოქტორი კატრინე ბენდცენ გოთფრედსენი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“. მომხსენებელი განიხილავს სამ განსხვავებულ სამხედრო ოკუპაციის შემთხვევას: პალესტინას, სამხრეთ ოსეთს და დასავლეთ საჰარას. ოკუპაცია აღქმულია, როგორც ძალაუფლების უწყვეტი პრაქტიკა, რომელიც […]
დოქტორანტი ქეთევან ლაფაჩი მალმოს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იმყოფება

ილიაუნის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ქეთევან ლაფაჩი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მალმოს უნივერსიტეტის თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამის Erasmus+ ფარგლებში მობილობით ექვს თვეს გაატარებს მალმოს უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის კვლევების ფაკულტეტზე. იგი მალმოში იმუშავებს დისერტაციაზე და რუსეთის, უკრაინისა და კავკასიის რეგიონული კვლევის სემინარზე წარადგენს სტატიას „თმა, როგორც სასაქონლო საგანი: თმით ვაჭრობის ინფრასტრუქტურა საქართველოში“.