
ურბანულ სივრცეში დევნილების განსახლების ადგილები
10 ივლისს, პარასკევს, 17:00 საათზე, გიწვევთ კვლევით სემინარზე. გორკემ აიდემირი ისაუბრებს ურბანულ სივრცეში ლტოლვილების განსახლების ადგილების შესახებ (Homes in Decay: Ruination and Long-term Displacement in the Urban Collective Centers of Georgia).
გორკემ აიდემირი არის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი (PhD candidate in Anthropology, George Washington University). https://anthropology.columbian.gwu.edu/g%C3%B6rkem-aydemir
შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ გაგზავნოთ მეილი შემდეგ მისამართზე: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge
ჩვენი სემინარი გაგრძელებაა იმ საჯარო სემინარების სერიისა, რომელიც იმართება რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური მეცნიერებების გრანტის გამარჯვებული პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელია ქეთევან გურჩიანი.