
სექსუალური დისკურსი და პროსტიტუცია
17 ივლისს, პარასკევს, 17:00 საათზე, გიწვევთ კვლევით სემინარზე. ლია კუპრეიშვილი ისაუბრებს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის სექსუალურ დისკურსსა და პროსტიტუციაზე.
შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ გაგზავნოთ მეილი შემდეგ მისამართზე: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge
ჩვენი სემინარი გაგრძელებაა იმ საჯარო სემინარების სერიისა, რომელიც იმართება რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური მეცნიერებების გრანტის გამარჯვებული პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელია ქეთევან გურჩიანი.