20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მშვიდობისა და შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა (IFHV) და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის დოქტორის, კაროლინ ფუნკეს ინგლისურენოვანი წიგნის Durable Solutions: Challenges with Implementing Global Norms for Internally Displaced Persons in Georgia პრეზენტაცია.
წიგნის შესახებ
საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლისას (ადამიანის უფლებათა) ნორმები მთავარი თემაა. მიუხედავად ამისა, შედარებით მცირეა კვლევების რაოდენობა ეროვნულ და ადგილობრივ გარემოში მათ რეალურ დანერგვაზე. ნორმების კვლევის უმეტესობა მიმართულია ნორმების შექმნის, ევოლუციისა და გავრცელების პროცესებზე, ისევე როგორც არასახელმწიფო აქტორების როლზე მათ ადვოკატირებაში. ეს კვლევები ექსკლუზიურად ფოკუსირებულია საერთაშორისო დონეზე. წიგნი აფართოებს ნორმების შესწავლას, საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ნორმების შემუშავებისა და განხორციელების, ასევე პროცესების ერთმანეთთან კავშირის გამოსაკვლევად.
იგი ფოკუსირებულია საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებთან (დევნილები) დაკავშირებულ მტკიცე გადაწყვეტილებებზე, როგორც კონკრეტული საქმის სიღრმისეულ შესწავლასა და, შესაბამისად, იძულებით მიგრანტთა ჯგუფზე, რომელსაც მხოლოდ მცირე ყურადღება ექცევა აკადემიურ კვლევებში, გლობალურ დისკუსიებსა და საერთაშორისო პოლიტიკაში. წიგნში აღწერილი და განმარტებულია ნორმების განხორციელების საყურადღებო პრობლემები, ისევე როგორც დევნილთა გაჭირვება ვრცელი საველე კვლევის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ერთდროულ ავლენს პროგრესსა და წარუმატებლობას საერთაშორისო ნორმების დანერგვისას. ნორმების კლასტერის კონცეფციის გამოყენებით განმარტებულია, რატომ არ არის მიღწეული დევნილთათვის ადამიანის უფლებების სრული დაცვა შედარებით ხელსაყრელ კონტექსტშიც კი, როგორიცაა საქართველოში, სადაც ეროვნული კანონები, პოლიტიკა და ინსტიტუტები იძულებით გადაადგილების შესახებ საკმაოდ განვითარებულია.
წიგნი აერთიანებს ჰუმანიტარული კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ორგანიზაციული სოციოლოგიის მიდგომებს და გვთავაზობს ინოვაციურ თეორიულ წვლილს საზოგადოებების სხვადასხვა დონეზე ნორმების შესწავლაში. გამოცემა ძალიან აქტუალურია სხვა ძალადობრივი კონფლიქტებისა და გაჭიანურებული გადაადგილების კრიზისების შესასწავლად.
წიგნის დაიბეჭდა გამომცემლობაში “Berghahn Books“ „იძულებითი მიგრაციის“ სერიის ფარგლებში.
სემინარი იმართება კვლევითი პროექტის: “თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე” კვლევითი სემინარების ფარგლებში (რუსთაველის ფონდი).
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 20 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32
დასწრება თავისუფალია.
2022