სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა, დოქტორანტი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (სამხრეთ კავკასიის რეგიონი) სტიპენდია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სოციალური სამართლიანობა, სოციალური უფლებები, სოციალური პოლიტიკა, შრომის პოლიტიკა, მწვანე პოლიტიკა, უსახლკარობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება, წინააღმდეგობის მოძრაობები.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ. ფოსტა ghvinianidzelina@gmail.com

განათლება:

ბაკალავრის ხარისხი სამართალში: ლინა ღვინიანიძემ მოიპობა ბაკალავრის ხარისხი სამართალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2008);

მაგისტრის ხარისხი სამართალში: მან მიიღო მაგისტრის ხარისხი დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტიდან (ოჰაიოს შტატი, აშშ, 2011);

მაგისტრის ხარისხი განვითარებასა და ადამიანის უფლებებში: ლინა იყო ბრიტანეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის (Chevening Scholarship) სტიპენდიანტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი სვანსის უნივერსიტეტში (უელსი, დიდი ბრიტანეთი, 2019).

როფესიული გამოცდილება:

ლინა ღვინიანიძე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოციალური სამართლიანობის ცენტრის,  რომელიც მუშაობს სოციალური სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 2013-2018 წლებში ლინა მართავდა ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამას და მუშაობდა სოციალურ პოლიტიკასა და სოციალურ უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე. 2019-2022 წლებში ის იკავებდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ლინა არის ათამდე კვლევის ავტორი და ხელმძღვანელი.

პუბლიკაციები:

  • შრომითი მედიაციის სამართლებრივი და სოციოლოგიური კვლევა: გამოცდილება, თეორია და პრაქტიკა, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2019);
  • თანასწორობა შრომით ურთიერთობებში, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2018);
  • დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლება თანასწორობის შუქზე, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2018);
  • უფლება სათანადო საცხოვრებელზე, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2018);
  • წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2017);
  • შრომის ინსპექციის მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2017);
  • უსახლკარობა: სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2016);
  • ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება და მისი იმპლემენტაციის პროცესის შეფასება, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2016);
  • გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების შეფასება, კვლევის ხელმძღვანელი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2014);
  • რელიგია საჯარო სკოლებში: განათლების პოლიტიკის ანალიზი რელიგიის თავისუფლების შუქზე, კვლევის ავტორი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2014);
  • სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი ჯგუფის მიმართ:სახელმწიფოს როლი 2012-2013 წლებში საქართველოში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში, მკლევარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2013);

 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია