ბიოგრაფია:
მარიამ შალვაშვილს აქვს მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიასა და სოციალურ ანთროპოლოგიაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. ამჟამად ის მუშაობს პროექტზე: „ეჭვები სახელმწიფოს მიმართ: ჭორებისა და შეთქმულების თეორიების პოლიტიკური და აფექტური როლი პანკისში.“ 2022 წელს ის იყო აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (CEES) მკვლევარი ციურიხის უნივერსიტეტში. 2019-2022 წლებში მუშაობდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევრად და დღემდე თანამშრომლობს ორგანიზაციასთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. 2016-2020 წლებში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მარიამი იყო ლექტორი მაგისტრატურის კურსებზე და აკადემიური ასისტენტი ბაკალავრიატის კურსებზე. ამავე უნივერსიტეტში 2016-2017 წლებში ის იყო სოციალური მეცნიერებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების კოორდინატორი.
პუბლიკაციები:
- “საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და მათი ჩაგვრის მრავალშრიანი აღწერა”. 2021
- “ეჭვებით შეპყრობილნი? უნდობლობა და შეთქმულების თეორიები აკადემიურ ლიტერატურაში”. 2021
- “მაღალმთიანი აჭარის მუსლიმი ქალები: ნაწილი I და II”. 2021
- “პირადი პრობლემები – საყოველთაო პასუხისმგებლობა? პირადი/საჯარო დაყოფის კრიტიკა აჭარელი ქალების საქმიანობის მაგალითზე“. 2021
- “რას გვეუბნება კონსპირაციები და შეთქმულების თეორიები?“ 2020
- “დასჯა, დაჯილდოვება და მიტოვება: პოლიტიკური სტრატეგიები არჩევნების დროს მარნეულსა და ბოლნისში“. ქამრან მამედლისთან თანაავტორობით. 2020
- „აზერბაიჯანელი მუშა ქალების პრეკარიული ყოფა“. 2019