ბიოგრაფია:
მარიამ ურდიამ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა, კულტუროლოგიის მიმართულებით, მისი სამაგისტრო ნაშრომის თემა იყო გლობალიზაცია და ქართულ კულტურა. 2012 წელს დაამთავრა რურის უნივერსიტეტის (ბოხუმი, გერმანია) განვითარების კვლევების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა (MA), სამაგისტრო ნაშრომის თემით: კულტურის როლი კონფლიქტის პრევენეციასა და რეზოლუციაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მაგალითი. მისი ამჟამინდელი პრაქტიკული პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია გარემოს დაცვის სფეროსთან და მოიცავს ბუნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში სოციალური და კუტლურული ასპექტების (მაგ. სამოქალაქო ჩართულობის და გენდერული თანასწორობისა და გენდერული როლების საკითხები) ინტეგრირებას.