სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა, დოქტორანტი

ჰაინრიხ ბიოლოს ფონდის თბილისის ოფისის სტიპენდიანტი

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სამედიცინო ანთროპოლოგია, გარეგნობის გარდაქმნის პრაქტიკები, თმის გენდერული, კულტურული და სოციალური მნიშვნელობები, სხეულებრიობა, პოსტჰუმანიზმი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელექტრონული ფოსტა: ketevan.lapachi.1@iliauni.edu.ge

ბიოგრაფია:

ქეთევან ლაფაჩმა, 2018 წელს, დაამთვარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა არაბისტკის მიმართულებით. 2018-2019 წლებში იყო ქუვეითის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი და სწავლობდა არაბულ ენას ამავე უნივერსიტეტში. 2021 წელს მიიღო რელიგიის კვლევების მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას იყო ერაზმუს + სტიპენდიის მფლობელი, რომლის ფარგლებშიც ერთი სემესტრი გაატარა უფასალას უნივერსიტეტში, შვედეთი. ამავე პროგრამის ფარგლებში მომზადებული სამაგისტრო ნაშრომი „COVID-19- ით გამოწვეული შეზღუდვების გავლენა დაკრძალვის რიტუალზე“ 2022 წელს წარადგინა მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ საზაფხულო სკოლაში, ახალგაზრდა მკლევართათვის, სახელწოდებით „პანდემიის ეთიკა საქართველოსა და გერმანიაში“. ქეთევანი ასევე მონაწილეობდა ახალგზრდა მკვლევართა და დოქტორანტებისთვის გამართულ სხვადსხვა ვორქშოპებსა და საზაფხულო სკოლებში: „ყურადღებისთვის ბრძოლა საჯარო სივრცეში“, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია, 2023; „თანაარსებობის თეოლოგია“, Orient institute Beirut, კაირო, ეგვიპტე, 2022; „საერთო ტერიტორიების კვლევა“, მარნეული საქართველო, 2022.

პუბლიკაციები:

  • ქეთევან ლაფაჩი, ლალა ისკანდარლი. 2022. „კიოსკების ისტორიები (შაუმიანის წარსული და აწმყო)“, საერთო ტერიტორიების კვლევა, https://www.commonterritory.com/rct-2022/publication/stories-of-kiosks/
  • ქეთევან ლაფაჩი. 2022. „ლიმინალობები: სიკვდილი, პანდემია და ომი“, ინდიგოhttps://indigo.com.ge/articles/sikvdili-pandemia-da-omi
  • ქეთევან ლაფაჩი. 2021. „მეხსიერებაზე დაფუძნებული კვლევის გამოწვევები(ჭიათურისა და ზესტაფონის საველე კვლევაზე დაყრდნობით)“, ცხოვრება რკინიგზის პირას: ჭიათურისა და ზესტაფონის მეხსიერება და დღევანდელობა,  ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი, თბილისი,  გვ. 62-65.

 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია