11 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ალექს ფიშერი წარდგება კვლევით „გაყოფილი ქალაქის ხატვა: ახალი და ძველი თბილისი ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში“.
სემინარი ეწყობა ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში.
ელენე ახვლედიანის „ძველი და ახალი თბილისი“ (1973) ასახავს ურბანულ გარემოს, რომელიც ძალიან იცვლება. ნახატი გადაჰყურებს „ძველ“ თბილისს „ახალი“ თბილისის ვერტიკალამდე. ქალაქის ამ პეიზაჟის ორი ფენა ეწინააღმდეგება შერწყმას. მხატვრის პორტფოლიოში ეს გამორჩეული ტილო და დამაჯერებელი კულტურული არტეფაქტია, რომლის მეშვეობითაც შეიძლება თბილისის განმსაზღვრელ არქიტექტურულ ფორმებს შორის ურთიერთობის განხილვა, რადგან კავშირი არსებობს. სტატიაში ალექს ფიშერი ნახატს ვიზუალურად აანალიზებს და მის მუდმივ აქტუალობას განიხილავს შექმნიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ.
მომხსენებლის შესახებ
ალექს ფიშერი ბუფალოელი (ნიუ-იორკი) მწერალი და კურატორია. მან მაგისტრის ხარისხი მიიღო დიზაინის კვლევებში ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც დევისის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრისა და ევროპული კვლევების ცენტრის ასპირანტი იყო, ბაკალავრის ხარისხი კი – ეკონომიკისა და ხელოვნების ისტორიაში პენსილვანიის უნივერსიტეტში. 2019-2020 წლებში იყო ფულბრაიტის სტიპენდიატი უკრაინაში, სადაც საჯარო და კერძო ხელოვნების ორგანიზაციებთან მუშაობდა. გამოფენებს აწყობს და პროექტებს მართავს გალერეებთან, მუზეუმებთან, ბიენალეებთან, ხელოვნების სტუდიებთან, თეატრებთან, ფესტივალებსა და მოდის სახლებთან. მის ყოფილ და ამჟამინდელ პარტნიორებს შორის არიას იოკო ონოს, პეტრიტ ჰალილაისა და ნიკიტა კადანის სტუდიები, მანიფესტა, მისტეცკის არსენალი, COMME des GARÇONS, კოსოვოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საინიციაციო საბჭო და სხვ. ალექს ფიშერი მონაწილეობდა 2020 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალეში. იგი 2023 წლის შემოდგომის ბიენალეს რეზიდენტია.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 11 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი