13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასემინარო სერიების ფარგლებში, გაიმართება ნიკო ბესნიეს საჯარო ლექცია „კეთილდღეობისკენ სწრაფვა: ჯანმრთელი ცხოვრების წესის პრინციპების შეცვლა არასტაბილურ დროში“.

ნიკო ბესნიე სოციალურ-კულტურული და ლინგვისტიკის ანთროპოლოგია. ამჟამად მელბურნში, ლა ტრობეს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების დეპარტამენტში მიწვეული პროფესორი ბესნიე სხვადასხვა დროს ასწავლიდა ილინოისის უნივერსიტეტში ურბანა-შამპეინში (1986-88), იელის უნივერსიტეტში (1989-95), ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში (1996-2002), კალიფორნიის უნივერსიტეტში (2002-05) და ამსტერდამის უნივერსიტეტში (2005-22). მან გამართა სამუშაო შეხვედრები და მონაწილეობდა სასტიპენდიო პროგრამებში შემდეგ უნივერსიტეტებში: ჰავაის უნივერსიტეტი მანოაში, სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სასწავლებელი, ოკლენდის უნივერსიტეტი, კაგოშიმას უნივერსიტეტი, ვასედას უნივერსიტეტი (ორჯერ), მელბურნის უნივერსიტეტი, პარიზის უმაღლესი სასწავლებელი, ტულუზის III პოლ საბატიეს უნივერსიტეტი, მანჩესტერის უნივერსიტეტი, მელბურნის ლა ტრობეს უნივერსიტეტი, სტენფორდის ბიჰევიორისტული მეცნიერებების უმაღლესი კვლევების ცენტრი, ჰელსინკის უმაღლესი კვლევების კოლეჯი, მონტევიდეოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტი პრაღაში.

„კეთილდღეობისკენ სწრაფვა: ჯანმრთელი ცხოვრების წესის  პრინციპების შეცვლა არასტაბილურ დროში“

1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოში გაიზარდა დაუცველობის განცდა ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, კეთილდღეობის ცნება კი წინა პლანზე წამოიწია, როგორც ახალი მიდგომა იმის შესახებ, თუ ჩვენი სხეული და ჯანმრთელობა როგორაა დაკავშირებული ჩვენს ირგვლივ არსებულ სოციალურ და ბუნებრივ სამყაროსთან. ამ ცნების მრავალწახნაგოვანი გაფართოება იმსახურებს უფრო სისტემურ ანალიზს, რისი ნაკლებობაც აქამდე იყო. კეთილდღეობის ყველა გამოვლინებას საერთო ის აქვს, რომ ყურადღების ცენტრშია მოქცეული სხეულის ჯანსაღ, მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება და დაავადებების პრევენცია. კოვიდ-19 პანდემიამ ეს ყველაფერი საჯარო დებატებისა და ყოველდღიური განხილვების ცენტრალურ თემად აქცია. მაშინ როცა ბევრი ადამიანი კეთილდღეობისკენ სწრაფვას თვით-განვითარების პირად მისიად აღიქვამს, ის ასევე ფუნდამენტური ნაწილია ნეოლიბერალური თანამედროვეობის. წარმოგიდგენთ ჩემს პროექტს,  რომელიც გავაგზავნე ევროპული კვლევების საბჭოში ოთხი ქვეყნის კეთილდღეობის შესასწავლად სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ კონტექსტში. ეს კვლევა მიზნად ისახავს გამოიკვლიოს, თუ როგორ გეგმავენ ადამიანები შეინარჩუნონ ჯანსაღი წონასწორობა სხეულს, გონებას, სულსა და გარემოს შორის, როგორც არ უნდა იყოს გაგებული ეს ცნებები. კეთილდღეობა ერთგვარი ბარომეტრია იმის საჩვენებლად, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავიანთ სხეულებს თანამედროვე ეკონომიკის პირობებში, როგორი ურთიერთობა აქვთ მათ ინსტიტუტებთან და როგორ უმკლავდებიან და ეგუებიან ცვლილებებს არასტაბილურ დროში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 13 ოქტომბერი , 17:00, 2023

ადგილმდებარეობა: F303

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია