პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა" და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე პარასკევს, 15 იანვარს, 17:00 საათზე. მარიამ ოთხმეზური ჩარლტონი (Hunter College, CUNY) ისაუბრებს თემაზე: ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი და ეროვნული მოდერნისტული
არქიტექტურა საბჭოთა საქართველოში (Ketevan Sokolova-Kurdiani and the Search for Modern National Architecture in Soviet Georgia). მოხსენება იქნება ინგლისურ ენაზე სემინარის ზუმის პლატფორმაზე. ვისაც ბმული
არა აქვს და მოხსენებაზე დასწრება აინტერესებს, გთხოვთ მიმართოთ ქეთევან
გურჩიანს: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge
მომხსენებლის შესახებ
მარიამ ოთხმეზური-ჩარლტონმა დაამთავრანიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (CUNY) ჰანტერის კოლეჯის ხელოვნებათამცოდნეობის ფაკულტეტი. მისი კვლევითი სფეროებია: კულტურათა შეხვედრა ევროპულ ხელოვნებაში ადრეული მოდერნულობის ეპოქიდან დღემდე; ბეჭდვითი კულტურა და გამოსახულებების შექმნა; ეროვნული იდენტობის კონსტრუირება ხელოვნებისა და იმპერიალიზმის გზით; მუზეოლოგიური პრაქტიკის ისტორია. ასევე აინტერესებს სამშობლოში, საქართველოში, მცხოვრები თანამედროვე მხატვრების შემოქმედება და საკურატორო და საგამოფენო პროექტების განხორციელება.
Ketevan Sokolova-Kurdiani and the Search for Modern National Architecture in Soviet Georgia
არქიტექტორმა ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანმა (1905-1988) სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება და პირველი ქართველი ქალი არქიტექტორის სტატუსი. მისი შენობები, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც დგას, დახვეწილობითა და და ეროვნული ხასიათით გამოირჩევა. მომხსენებელი გაგაცნობთ არქიტექტორის ბიოგრაფიას და შეეცდება ახსნას მისი სტილის არჩევანი. ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის შემოქმედების სიღრმისეული ანალიზის შედეგად ვლინდება მისი კავშირი ადრინდელი რევივალიზმის ტენდენციასთან, რომელმაც საქართველოს არქიტექტურაში მე-19 საუკუნის ბოლოს იჩინა თავი.