17 თებერვალს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში მკვლევარი ნინო აივაზიშვილი-გენე გამართავს კვლევის „მრავალშრიანი სიახლოვე“ ონლაინპრეზენტაციას.
კვლევის შესახებ
ავტორს სურს მიგრაციის კვლევაში ახალი ცნების, „მრავალშრიანი სიახლოვის (“multiple intimacy”; multiple Vertrautheit) დამკვიდრება. კვლევა ერთგვარი ანალიზის მექანიზმია ემიგრანტების ტრანსნაციონალური და ტრანსლოკალური ცხოვრების სტილის ეფექტურად ასახვისთვის, რაც მკვლევრებს მეტ შესაძლებლობას მისცემს ემიგრანტების ცხოვრებისა და მათი გარემოცვის შესაფასებლად. კონცეპტი ასევე ხელს შეუწყობს ცხოვრების იმ სფეროების გაშუქებას, რომლებიც, როგორც წესი, ყურადღებისა და ფოკუსის მიღმა რჩება.
მკვლევარმა ნინო აივაზიშვილი-გენემ ცნება „მრავალშრიანი სიახლოვე“ ეთნოგრაფიული კვლევის ბაზაზე, ე.წ. რუსეთის გერმანელებთან მუშაობისას, შეიმუშავა. რა მეთოდოლოგიური და თეორიული გზებით მივიდა ამ ცნებამდე, ამის შესახებ პრეზენტაციაზე ისაუბრებს.
ავტორის შესახებ
ნინო აივაზიშვილი-გენე ფლობს დოქტორის ხარისხს სოციალურ ანთროპოლოგიაში (მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტი, ჰალე ვიტენბერგის უნივერსიტეტი). იგი ვენის ტრანსფორმაციების ისტორიის კვლევითი ცენტრის (RECET) მკვლევარია. პროექტი დააფინანსა გერდა-ჰენკელის ფონდმა.
აივაზიშვილ-გენე იყო ჰალეს მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი.
მისი ამჟამინდელი პროექტი (დაიწყო 2021 წლის მარტში) „კარგი ცხოვრების“ ძიება გერმანიაში (ოსნაბრიუკი) იკვლევს ყოფილი სსრკ-დან მიგრანტების სოციალურ აღქმას გერმანიაში და მის შედეგებს, ასევე მათ დღის წესრიგს და პროაქტიულ პრაქტიკას.
გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები მოქალაქეობის, საზღვრების, ეთნიკური წარმომავლობის, საჯარო და რელიგიური ცერემონიების შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 17 თებერვალი, 17:00 საათი
ფორმატი: ონლაინ, პლატფორმა ზუმის გამოყენებით
რეგისტრაციისთვის: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge ან გამოიყენეთ სემინარის მუდმივი ბმული
.
2023 წელი