7 აპრილს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარის ფარგლებში ანთროპოლოგი კლაუდია კოსიცინსკა ისაუბრებს თავის კვლევაზე „ყოველდღიური ცხოვრება საზღვრებს შორის. მობილობა და ტრანსლოკალური პრაქტიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში”.
თემის მოკლე მიმოხილვა
მიგრაცია, ჩვეულებრივ, გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის დროებით ან მუდმივ შეცვლას, დაკავშირებულს გარემოსა და ენის სრულ ცვლილებასთან, წარმოშობის ქვეყნიდან გასვლასა და ოჯახთან დროებით განცალკევებასთან. ასევე მოითხოვს ახალ სოციალურ-კულტურულ სივრცეზე მორგებას. მაგრამ რა მოხდება, თუ საზღვრის გადაკვეთას არ მოჰყვება ასეთი ხელშესახები გამოცდილება და საზღვრის მიღმა ტერიტორია თითქოს დარჩენილის გაგრძელებაა? როგორ გავიგოთ ადამიანთა სოციალური სამყარო, როდესაც საქართველოდან აზერბაიჯანში მოგზაურობა არ განიხილება, როგორც „მოგზაურობა საზღვარგარეთ“, არამედ „მოგზაურობა ოჯახთან შესახვედრად“? როგორ შეცვალა COVID-19-ის პანდემიამ საზღვრების აღქმა და გამოწვევის წინაშე დააყენა მიკუთვნებულობის პრაქტიკა?
კვლევა ფოკუსირდება აზერბაიჯანელთა გამოცდილებაზე, რომლებიც საქართველოში უმცირესობას წარმოადგენენ, მაგრამ ამავე დროს მარნეულის რაიონში – უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სსრკ-ის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანელთა რაოდენობა მუდმივად მცირდება (284,761-დან 233,082-მდე 2002-2014 წლებში). საველე სამუშაოები აჩვენებს, რომ სტატისტიკა, რომელიც წარმოაჩენს მონაცემებს მხოლოდ მიგრაციისა და მოსახლეობის შემცირების შესახებ, არ ითვალისწინებს საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა შორის რეგულარულ მობილობასა და ტრანსლოკალურ კავშირებს, ამ კვლევისათვის მნიშვნელოვან გარემოებას.
მომხსენებლის შესახებ
კლაუდია კოსიცინსკა, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სლავისტიკის ინსტიტუტის დოქტორანტია, ანთროპოლოგი. იგი სწავლობდა ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტში კავკასიის კვლევებისა და სოციოკულტურული ანიმაციის სპეციალობით ვარშავის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სტამბოლის იედითეფის უნივერსიტეტში. მან 2018 წელს მარნეულში დაიწყო კვლევა, რომელსაც ამჟამად განაგრძობს პროექტის „ყოველდღიური ცხოვრება საზღვრებს შორის. მობილობა, ტრანსლოკალური პრაქტიკა და სამეზობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში” ფარგლებში (2022-2024, NCN Preludium). მუშაობდა პროექტში „აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოში: გაურკვეველი მშვიდობა და კონფლიქტური მობილობა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის კონტექსტში“ (2021-2023, NAWA-ს გრანტი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ვარშავაში ქართული კინოფესტივალის Gamardżoba kino-ს თანაორგანიზატორია.
ფორმატი: ონლაინლექცია
ზუმის ბმულისთვის დაუკავშირდით
მარიამ დარჩიაშვილს – mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 7 აპრილი, 17:00 საათი
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი