13 მაისს, პარასკევს, 17:00 საათზე, კვლევითი სემინარების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში მკვლევარი ელის ფერონი ისაუბრებს თემაზე, სხეულებრივი მიდგომა შერიგებისა და მშვიდობის აღდგენის კვლევებში.

კონფლიქტი და ომი, არსებითად, ფიზიკური გამოცდილებაა. ასეთ დროს ადამიანის სხეული მთავარ ადგილს იკავებს და მასზე, როგორც ბრძოლის არეალზე, იკვეთება პოლიტიკური ძალადობის განზრახვა და შედეგი ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით. ომისა და კონფლიქტის დროს ადამიანი კვდება, გადაადგილდება, გაუჩინარდება და ზიანდება. თუმცა, მიუხედავად ომსა და კონფლიქტში ფიზიკურობის მთავარი მნიშვნელობისა, ჯერჯერობით უფრო ხშირად შერიგების ნარატიულ და დისკურსიულ ასპექტებს იკვლევენ, ასევე ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას მსხვერპლთა აღიარებისა და კომპენსაციის უზრუნველსაყოფად და მეომარ მხარეებს შორის ურთიერთობის ხელშესაწყობად. პრეზენტაციაში მსურს გავაანალიზო, როგორ შეიძლება შერიგებაზე ორიენტირებულმა მკვლევრებმა მიაღწიონ არა მხოლოდ პარადიგმის ცვლილებას, არამედ ახალი კვლევის დღის წესრიგს ეგრეთ წოდებული „პოსტკონფლიქტური“ საზოგადოებებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის. განვიხილავ, რას ნიშნავს კონკრეტულად სხეულის, როგორც შერიგების წყაროს, საშუალებისა და სამიზნის, როგორც შერიგების წინააღმდეგობის რელიეფის, წინ წამოწევა.

ელის ფერონი ტამპერეს (ფინეთი) მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (TAPRI) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მკვლევარია.

2022 წელი

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია