10 ნოემბერს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების სერიით ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი მარია გუნკო ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „სომხური „არაფერი“: ადგილი, მოვლა და კეთილდღეობის აღდგენა სახელმწიფოს გაქრობის შემდეგ”.
თემის მოკლე მიმოხილვა
კაპიტალით გაუფასურებული და სახელმწიფო განვითარებას ჩამორჩენილი პატარა ქალაქები ქვეყნებში, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდნენ, სულ უფრო ნადგურდება, ისინი კარგავენ ადამიანებს, ინფრასტრუქტურასა და სიმდიდრეს (ძიენოვსკა, 2020). 2022 წელს, როცა მარია გუნკომ სომხეთში საველე სამუშაოები დაიწყო, მასთან შემთხვევით საუბარში მოქალაქეებმა პატარა ქალაქებზე თქვეს, რომ „აქ არაფერია“ (stegh vochinch chka [ստեղ ոչինչ չկա]]). ეს აღწერა პოსტსაბჭოთა სივრცეში და მის გარეთ „სიცარიელის“ სხვა ემიკური აღწერების მსგავსია, თუმცა „აქ არაფერი“ არ ნიშნავს ნივთების არარსებობას, არამედ ადამიანებს, სივრცეს, სახელმწიფოსა და კაპიტალს შორის ურთიერთობების რეკონფიგურაციას სახელმწიფო სოციალიზმის დაშლის შემდეგ. მოჩვენებითი „არაფერი“ ფაქტობრივად არის ის, რაც შოკური თერაპიის, ლიბერალიზაციის, დაძაბული პრივატიზაციისა და რეტერიტორიალიზაციის შედეგად შეიქმნა. სომხური „არაფერი“ ასევე დიდწილად შედეგია მთიან ყარაბაღში (არცახი) აზერბაიჯანთან მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტისა, რომელიც თანამედროვე სომხური სახელმწიფოს ფორმირების, მისი პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა (პაპაზიანი, 2008).
მომხსენებლის შესახებ
მარია გუნკო, მიგრაციის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის სკოლის ჰილის ფონდის მეცნიერია. მისი სადოქტორო კვლევა ნაწილია ERC-ის მიერ დაფინანსებული პროექტისა „სიცარიელე: ცოცხალი კაპიტალიზმი და დემოკრატია პოსტსოციალიზმის შემდეგ“.
მარია გუნკოს როგორც მაგისტრის, ასევე დოქტორის ხარისხი (რუსული ასპირანტურა) მინიჭებული აქვს საზოგადოებრივ გეოგრაფიაში. იგი მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში (მოსკოვი), ჩრდილოეთისა და არქტიკის ეკონომიკის ცენტრში (მოსკოვი), ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში (მოსკოვი). მიწვეული მკვლევარი იყო ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტსა (ლაიფციგი) და პარიზის 1 უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტში, პანთეონ-სორბონში (პარიზი). 2023 წლიდან ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესები ეხება ურბანული კვლევებისა და სოციალური ანთროპოლოგიის კვეთას, მათ შორის სახელმწიფოს ეთნოგრაფიის, ინფრასტრუქტურისა და ურბანული დაშლის გეოგრაფიული აქცენტით აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიას. ერთი მონოგრაფიის თანარედაქტორია და ავტორი ორმოცზე მეტი სამეცნიერო სტატიისა ინგლისურ, რუსულ და სომხურ ენებზე.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ ზუმის პლატფორმაზე https://shorturl.at/exBMY
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 10 ნოემბერი, 17:00 საათი
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი