15 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ანთროპოლოგიის დოქტორი კატრინე ბენდცენ გოთფრედსენი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“.

მომხსენებელი განიხილავს სამ განსხვავებულ სამხედრო ოკუპაციის შემთხვევას: პალესტინას, სამხრეთ ოსეთს და დასავლეთ საჰარას. ოკუპაცია აღქმულია, როგორც ძალაუფლების უწყვეტი პრაქტიკა, რომელიც აღწევს ყოველდღიურ და პირად სივრცეებში და არღვევს ნათესაურ კავშირებს. ბორდერიზაცია წარმოდგენილია როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს ყოფს ფიზიკურად, ბიუროკრატიულად და ემოციურად.

კატრინე ბენდცენ გოთფრედსენი (Katrine Bendtsen Gotfredsen, https://mau.se/en/persons/katrine.gotfredsen/) არის მალმოს უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ლექტორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორი. ჩატარებული აქვს ვრცელი ეთნოგრაფიული საველე კვლევები საქართველოში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და გაურკვევლობას, რელიგიას, ისტორიასა და იდენტობას, მორალს, ასევე პოლიტიკურ ფორმებსა და პრაქტიკებს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 15 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

დანართი 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია