დაფინანსება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამას დაფინანსების რამდენიმე წყარო გააჩნია.

სწავლის დაფინანსება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სადოქტორო კვლევის განვითარებას საქართველოში. შესაბამისად, უნივერსიტეტი სტუდენტებს  სადოქტორო საფეხურზე სწავლას უფასოდ სთავაზობს.

სტიპენდია: სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების ნაწილს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სტიპენდია სხვადასხვა ფონდებიდან, რომლებთანაც ანთროპოლოგიის პროგრამა თანამშრომლობს. სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია პროგრამაზე მიღების პარალელურად ცხადდება. პროგრამას ამ ეტაპზე ჰყავს ჰაინრიჰ ბიოლის სახელობის 5 სტიპენდიანტი (ქეთევან ლაფაჩი, თამთა თათარაშვილი, ლიკა ჯალაღანია, ლინა ღვინიანიძე და დათო ლაღიძე).

კვლევის დაფინანსება: პროგრამის ფარგლებში არსებობს კვლევითი სამუშაოს დაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მიზანია პროგრამაში ჩართული დოქტორანტებისა და პროფესორებისთვის საველე კვლევის ან საარქივო სამუშაოს, თუ სხვა აკადემიურ აქტივობებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.

კვლევის დაფინანსების მისაღებად სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდე მოთხოვნებს:

  • უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • დაცული უნდა ჰქონდეთ პროსპექტუსი;
  • წარადგინონ კვლევითი საქმიანობის მოკლე აღწერა და კვლევის ბიუჯეტი (მგზავრობის, ცხოვრების ან საარქივო კვლევის ხარჯები).

უპირატესობა მიენიჭებათ იმ სტუდენტებსრომლებსაც:

  • არ აქვთ სტიპენდია/ არ ფლობენ სხვა დაფინანსების წყაროებს კვლევის ჩასატარებლად;
  • სტუდენტებს, რომელთა საველე სამუშაოებიც სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯების გაწევას ან საარქივო სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს.

გადაწყვეტილებების გამოცხადება:

  • განაცხადები მიიღება ყოველი სემესტრის დასაწყისში.
  • კანდიდატების შერჩევის გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის დარგობრივი საბჭო. საბჭო აარჩევს ორ ან სამ კანდიდატს და დასაფინანსებლად წარუდგენს სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტს.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია