ბიოგრაფია:
დათო ლაღიძემ 2013 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, 2013-დან 2016 წლამდე მუშაობდა ადმიანის უფლებების სწავლებისა და მონტორინგის ცენტრში (EMC) მკვლევრად; 2015 წელს გახდა თანადამფუძნებელი სამოქალაქო მოძრაობის „თეთრი ხმაური“; 2016-2018 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) ნაციონალიზმის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე; 2016-დან 2018 წლამდე იყო ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ცენტრის სტიპენდიატი, ასევე 2017-2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი. 2019-დან 2020 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ხოლო 2020 წლიდან ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია. 2020 წლიდან არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი.
პუბლიკაციები:
Neoliberal revolution in Georgia : global systems and local consequences, Budapest, 2018.
სალექციო კურსები:
გლობალიზაციისა და განვითარების კრიტიკული თეორიები, 2018 წელი, სამაგისტრო საფეხური;
ძალაუფლების სოციოლოგიური თეორიები, 2020 წელი, ბაკალავრიატის საფეხური.