სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა, დოქტორანტი

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის რეგიონული ბიუროს თბილისის ოფისის სტიპენდიანტი

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები:

დედობის/მშობლობის ფემინისტური კრიტიკა; საშინაო და ზრუნვის შრომის ყოველდღიურობა; ზეპირი ისტორიის მეთოდი ქალთა და გენდერის კვლევებში; დედობის რეპრეზენტაცია სატელევიზიო და სოციალურ მედიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელექტრონული ფოსტა: tamta.tatarashvili.2@iliauni.edu.ge

ბიოგრაფია:

თამთა თათარაშვილმა 2009 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში. სამაგისტრო ნაშრომის თემა ეხებოდა ფემინურ და მასკულინურ ჟანრებს ტელევიზიაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის მაგალითზე. 2009-2014 წლებში მუშაობდა „ფონდ ტასოში” (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა გაძლიერებისაკენ მიმართულ პროექტებზე. 2010 -2018 წლებში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან, 2010 წელს იყო ფონდის სტიპენდიანტი და იკვლევდა ქართულ კინოში ქალთა და მამაკაცთა რეპრეზენტაციის საკითხებს. 2017-2019 წლებში ფონდის მხარდაჭერით განახორციელა კვლევითი პროექტი „ფემინისტი დედის დღიურები“, რომლის ფარგლებში იკვლევდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დედობის გამოცდილებებს. 2019-2020 წლებში დედობის პრაქტიკის კულტურული და პოლიტიკური გააზრების საკითხებზე თანამშრომლობდა სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციასთან.

 

პუბლიკაციები:

  • „ფემინისტი დედის დღიურები“, 2019, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო, თბილისი.დედობის პოლიტიზირება. სტატიების კრებულში „დედობა, სექსუალობა და რეპროდუქციული სამართლიანობა“, განათლებისა და მონიტორინგის ცენტრი/ EMC. თბილისი, 2019
  • დედობის ნიღაბს მიღმა. „ვის ეშინია ფემინიზმის?“, სტატიების მეორე კრებული, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო. 2018
  • გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში. „ვის ეშინია ფემინზმის?“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო, თბილისი. 2013.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია