ბიოგრაფია
ლიკა ჯალაღანიამ 2010 წელს მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის და 2012 წელს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2012 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა უფლებადაცვით ორგანიზაციაში ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. 2015 წლიდან 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა ლგბტქ უფლებებზე ფოკუსირებული პროექტების კოორდინატორისა და მკვლევარის პოზიციაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრში. ლიკა არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის გენდერის კვლევების პროგრამასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ის ასევე ეწევა დამოუკიდებელ კვლევით საქმიანობას საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გენდერისა და ქალთა უფლებების სფეროში.
პუბლიკაციები
- ჯალაღანია ლ. (2019) „რეპროდუქციული სამართლიანობა ნეოლიბერალური არჩევანის მიღმა“, სტატიათა კრებული – „დედობა, სექსუალობა და რეპროდუქციული სამართლიანობა“, გვ. 21-44, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ჯალაღანია ლ. (2018) „დანაშაული და სასჯელი ქვიარ წინააღმდეგობაში“, სტატიათა კრებული – „ქვიარ პოლიტიკა: ევროპეიზაცია, ლოკალური კონტექსტი და აქტივიზმის გამოწვევები“, გვ. 10–39, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სალექციო კურსები
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები, 2021, I/III სემესტრი, სამაგისტრო საფეხური
ქვიარ თეორია, 2020, III სემესტრი, სამაგისტრო საფეხური
სამართლის ფემინისტური თეორია და კრიტიკა, 2020, II სემესტრი, სამაგისტრო საფეხური