30 მაისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კორნელის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ისტორიკოსი მერაია სი ტეილორი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწვანე მეგობრები და ბაღ-ქარხნები: საბჭოთა კავშირის ინდუსტრიული ლანდშაფტები“.

ლექციის ფინანსური მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევების ინსტიტუტის (ARISC) აკადემიური გაცვლითი პროგრამა.

ლექცია საინტერესო იქნება ურბანული გარემოს ისტორიით, ლანდშაფტის დიზაინით, საბჭოთა მემკვიდრეობითა და ანთროპოლოგიური კვლევებით დაინტერესებულებისთვის.

პროფ. ტეილორი მიმოიხილავს საბჭოთა ქალაქების ინდუსტრიული და ურბანული ლანდშაფტის დიზაინის ისტორიას. ლანდშაფტში ხეებს განიხილავდნენ, როგორც მოქალაქეთა „მწვანე მეგობრებს“. მოხსენება ეხება „ბაღ-ქარხნის“ მოდელსა და მწვანე ზონების ინტეგრაციას ინდუსტრიულ სივრცეში, რაც ემსახურებოდა არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ ეკოლოგიურ და სოციალურ მიზნებსაც. ტეილორის კვლევა, რომელიც მოიცავს 1930-70-იან წლებს, აჩვენებს, როგორ იქმნებოდა უნიკალური სოციალისტური ლანდშაფტები გარემოს დაცვის, პოლიტიკისა და ინდუსტრიული დაბინძურების გადაკვეთის ფონზე.

მერაია სი ტეილორი ლანდშაფტის დიზაინის, ურბანული დაგეგმვისა და გარემოს ისტორიის მკვლევარია. დისერტაცია დაიცვა მიჩიგანის უნივერსიტეტში,   ლანდშაფტის არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი რუსულ, აღმოსავლეთ ევროპულ და ევრაზიულ კვლევებში მიენიჭა ვაშინგტონის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი კი – სტენფორდის უნივერსიტეტში. მუშაობდა პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებში, ამჟამად ასწავლის კორნელის უნივერსიტეტში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო:  30 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია