7 ოქტომბერს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა კრუზი) ანთროპოლოგიის დოქტორანტი რიკი ბრაუნი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“.
ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) ინდუსტრია სწრაფად იზრდება და მისი კრიპტოვალუტები, მაგალითად ბიტკოინი, ასევე არაგაცვლადი ტოკენები (NFT-ები), სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ტრანზაქციული საზოგადოებისა და იდენტობათა ნაწილი (Swartz 2020).
საქართველოში FinTech-ი გამოჩნდა სრულიად მოულოდნელ სფეროში, მეღვინეობაში. რიკი ბრაუნი განიხილავს ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროების, ფინტექისა და მეღვინეობის გადაკვეთას, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ქვევრის მეღვინეობაზე. მომხსენებელი ეცდება დაასაბუთოს, რომ ფინტექის არაერთი იდეა, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უსაფრთხო ტექნოლოგიების მეშვეობით, სინამდვილეში იწვევს როგორც ქვევრის, ისე ქართული კულტურული მემკვიდრეობის კომოდიფიკაციას და ამგვარად აძლიერებს ტექნოკაპიტალისტურ ეკონომიკურ პრაქტიკას, რომელიც ახასიათებს ტექნოლოგიურად განვითარებულ გლობალიზებულ სამყაროს.
მომხსენებლის შესახებ
რიკი ბრაუნი კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა კრუზი) ანთროპოლოგიის დოქტორანტია. მისი კვლევა ეხება საქართველოში მეღვინეობის სფეროს, თუ როგორია ღვინის პოლიტიკა, ადგილი და ავთენტურობა გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში. მისი კვლევა დაფინანსებულია Fulbright-Hays პროგრამის, National Science Foundation-ის, Title VIII სტიპენდიებისა და კავკასიის ამერიკული კვლევითი ცენტრის მიერ. რიკი ბრაუნს ბაკალავრის ხარისხი რუსული კვლევების მიმართულებით Grand Valley State University-ში მიენიჭა, ხოლო მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით – ჩიკაგოს უნივერსიტეტში. აქვს ჰოსპიტალობის სფეროში თხუთმეტ წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აშშ-ში; მუშაობდა და მოგზაურობდა ევრაზიის ქვეყანებში.
ფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმა (ბმულის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: florian.muehlfried@iliauni.edu.ge)
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 7 ოქტომბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)
დასწრება თავისუფალია.
2025