30 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორი ვერონიკა ზმიევსკი წარადგენს წიგნს „ქართველი ქალები გზად – მიგრაცია საბერძნეთში კრიზისის პერიოდში“ პრეზენტაცია.
ავტორი იკვლევს ქართველი ქალების მიგრაციას საბერძნეთში 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2016 წლამდე. თესალონიკში 2015 წელს და საქართველოში 2016 წელს ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევის საფუძველზე წიგნი განათლება მიღებული ქართველი ქალების ცხოვრებისეულ გზებს განიხილავს ორი ურთიერთდაკავშირებული კრიზისის, საქართველოში პოსტსაბჭოთა სოციო-ეკონომიკური ტრანზიციისა და საბერძნეთში 2009 წლის შემდეგ განვითარებული ფინანსური კრიზისის ფონზე.
ქართველი მიგრანტი ქალები ავითარებენ მრავალფეროვან სტრატეგიებს იმ გაურკვევლობებთან გასამკლავებლად, რომლებიც გამოწვეულია არაფორმალური ზრუნვის სამუშაოთი, არასტაბილური სამართლებრივი სტატუსით და ტრანსნაციონალური დედობის ვალდებულებებით.
მოხუცებზე, ბავშვებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვის თავიანთი, დიდწილად შეუმჩნეველი, შრომით ქართველი ქალები უმიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ბერძნული საშუალო და მაღალი ფენის ოჯახების სოციალური კვლავწარმოებისთვის.
ამავდროულად, როგორც ოჯახის რჩენაზე პასუხისმგებელი პირები, მათ წვლილი შეიტანეს 1990-იანი წლების სოციალური და ეკონომიკური რღვევების და შემდგომ პერიოდში არსებული არასტაბილურობის შემსუბუქებაში.
დოქტორი ვერონიკა ზმიევსკი სოციალური ანთროპოლოგია. მან დოქტორის ხარისხი მიიღო ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, სადაც იმუშავა დისერტაციაზე ქართველი მიგრანტი ქალების შესახებ საბერძნეთში. 2024 წლიდან ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობს პოსტსდოკის პროექტზე „არასასიამოვნო წინაპრები – გამოწვევები გახსენების პრაქტიკაში: ცენტრალური აზია ფონოგრამარქივის ვენურ მეორე მსოფლიო ომის ჩანაწერებში” (ESP 575-G). მისი მიმდინარე კვლევის ფოკუსია ფონოგრამარქივის კრიტიკული გააზრება და შეისწავლის ისეთ თემებს, როგორებიცაა (ხელახალი) ცირკულაცია, გახსენების და არქივის მემკვიდრეობის საკითხები.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 30 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
