სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
სივრცის ანთროპოლოგია, პოლიტიკის ანთროპოლოგია, ძალაუფლების ანთროპოლოგია, პოლიტიკური ძალადობა და მეხსიერება, აფექტი და მატერიალურობა, გენდერი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელექტრონული ფოსტა: mariami.chaladze.2@iliauni.edu.ge
ბიოგრაფია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტია. მისი თეზისი “რა ახსოვს ოთახს: პირადი სივრცეები და საჯარო ბრძოლები პოსტსაბჭოთა საქართველოში” იკვლევს, თუ როგორ ფუნქციონირებენ გოგონების საძინებლები საქართველოში, როგორც ინტიმური სივრცეები, სადაც პოლიტიკური იდეოლოგიები, გენდერული ნორმები და ეროვნული იდენტობა მოლაპარაკებების, კვლავწარმოებისა და ზოგჯერ წინააღმდეგობის გაწევის ობიექტი ხდება. კვლევა ამტკიცებს, რომ კედლები, თავად ოთახი და მასში არსებული საგნები – არ არიან პასიური “კონტეინერები” ან სივრცის უბრალო ამთვისებლები, არამედ მათ “ახსოვთ” და შეუძლიათ “ლაპარაკი”არა მხოლოდ ინდივიდზე (მფლობელზე) არამედ, სოციუმზე, რომელშიც ეს ინდივიდი ცხოვრობს.
მარიამმა ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დაასრულა. მულტიდისციპლინარული მიდგომის გამოყენებით, რომელიც აერთიანებდა ტერორიზმს, ანთროპოლოგიისა და სოციალური მეცნიერებებს, დაწერა ნაშრომი “იდენტობის კრიზისიდან ძალადობრივ ექსტრემიზმამდე”. მოგვიანებით მიიღო სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, ავტოეთნოგრაფიის, ჩართული დაკვირვებისა და ინტერვიურების მეთოდის გამოყენებით, მოახერხა, დიდ დიღომში არსებული დაუსრულებელი საცხოვრებელი კორპუსის პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ეთნოგრაფიული გააზრება.
აკადემიურ საქმიანობასთან ერთად, მარიამს აქვს კვლევის, პროექტების მართვის, კომუნიკაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.