საქართველოს ეთნოგრაფთა საზოგადოება გიწვევთ კვლევის ეთიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიაზე, რომლითაც საზოგადოება ოფიციალურად იწყებს საქმიანობას.
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მოეწყობა ჯოშუა ოპენჰაიმერის ცნობილი დოკუმენტური ფილმის „მკვლელობის აქტი“ ჩვენება.
„მკვლელობის აქტი“ (2014) ინდონეზიის ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს უჩვეულო ფორმით იკვლევს. რეჟისორი ყოფილ მკვლელებს, მათ შორის ინდონეზიის პარამილიტარული დაჯგუფების ლიდერ ენვარ კონგოს, სთავაზობს თავიანთი წარსული ხელახლა გაითამაშონ საყვარელი კინოჟანრების სტილში.
ფილმი ბადებს არაერთ ეთიკურ კითხვას, რომელთა განხილვაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნოგრაფიულ კვლევებში ჩართული მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის.
ფილმი ნომინირებული იყო „ოსკარზე“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
ფილმის ენა: ინგლისური (სუბტიტრებით)
დრო: 17 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.