27 დეკემბერს, 15:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრის წევრებისა და აფილირებული წევრების კვლევითი პროექტები და პუბლიკაციები. ასევე მოეწყობა ელენე გავაშელიშვილის პროექტის „ზღვასა და ხმელეთს შორის: ქართველი მეზღვაურების სამსახურეობრივი და ოჯახური ცხოვრება“ ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების ციფრული ფოტოგამოფენა (პროექტი დააფინანსა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა).

ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარი 2015 წლის დეკემბერში დაარსდა და ამ ათი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც მუდმივმოქმედი კვლევითი პლატფორმა, რომელიც დღეს ფუნქციონირებს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი სემინარების სერიის სახით. სემინარი იქცა ანთროპოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ქართველი და უცხოელი მკვლევრების თავშეყრისა და ახალი ცოდნის შექმნის მნიშვნელოვან სივრცედ.

კვლევითი პროექტებისა და პუბლიკაციების წარდგენა დაიწყება 16:00 საათზე და ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში – „ლიგამუსში“ და ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

დრო:  27 დეკემბერი, 15:30 – 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

 


 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრის კვლევითი პროექტების და პუბლიკაციების წარდგენა

პროგრამა

15:30 ციფრული ფოტოგამოფენა „ზღვასა და ხმელეთს შორის: ქართველი მეზღვაურების სამსახურეობრივი და ოჯახური ცხოვრება“ („ლიგამუსის“ მეორე სართული)

ღონისძიების გახსნა

16:00-16:05
ქეთევან გურჩიანი (5 წთ)

 

კვლევითი პრეზენტაციები

16:05-16:20
ფლორიან მიულფრიდი – მიმდინარე კვლევები და პუბლიკაციები (Zoom)

16:20-16:35
მარიამ დარჩიაშვილი – მიმდინარე კვლევები და პუბლიკაციები

16:35-16:50
ლაურა მაფიცოლი მიმდინარე კვლევები და პუბლიკაციები (Zoom)

16:50-17:05
ელენე გავაშელიშვილი – პროექტის „ზღვასა და ხმელეთს შორის: ქართველი მეზღვაურების სამსახურეობრივი და ოჯახური ცხოვრება“ შეჯამება და ფოტომასალის პრეზენტაცია

17:05-17:15

ყავის შესვენება

17:15-17:30
თამთა ხალვაში – მიმდინარე კვლევები და პუბლიკაციები

17:30-17:45
თინათინ ხომერიკი – მიმდინარე კვლევები და პუბლიკაციები

17:45-18:00
ქეთევან გურჩიანი – მიმდინარე კვლევები და პუბლიკაციები. მრავალშრიანი თბილისი

18:00-18:15
სეზარ ენრიკე ხირალდო ერერა და ანა კვიჭიძე – საქართველოს აკვაკულტურის ეთნოგრაფიული მოკვლევა

დრო: 27 დეკემბერი, 16:00 საათი

ფორმატი: Zoom / წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 32

 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია