ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა გამოაქვეყნა სტატია ჟურნალში Caucasus Survey. ავტორი განიხილავს ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ურთიერთობების მოწესრიგებას კერძო სათევზაო კომპანიებსა და ადგილობრივ მეთევზეებს შორის, როგორ გამოიწვია ამ რეფორმებმა ახალი „არაფორმალური საზღვაო ეკონომიკური პრაქტიკების“ ჩამოყალიბება შავ ზღვაზე, კერძოდ, ქალაქ ფოთში. დოქტორანტი აღნიშნავს, რომ ეს პრაქტიკები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ზღვის რესურსებთან წვდომის აღსადგენად და ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრების შესანარჩუნებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Caucasus Survey (Advanced Article Section):

https://brill.com/view/journals/casu/aop/article-10.30965-23761202-bja10048/article-10.30965-23761202-bja10048.xml 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია