24 მარტს, 17:00 საათზე, ვენის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი, ნანა იაშვილი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ჩადებული ცხოვრება“: სახლი, ვალი და ფინანსიალიზაცია საქართველოში.

ღონისძიებაზე მომხსენებელი წარმოადგენს თავისი სადოქტორო პროექტის კვლევით ჩარჩოსა და წინასწარ მიგნებებს. მოხსენება შეეხება საქართველოში კრედიტისა და ვალის სისტემებს, კერძოდ „სახლის ჩადების“ პრაქტიკას. ნაშრომი იკვლევს საცხოვრისის ფინანსურ აქტივად გარდაქმნის პროცესს, სადაც მსესხებლებად როგორც ბანკები, ისე კერძო პირები („მევახშეები“ და „მოგირავნეები“) გვევლინებიან. კვლევაში გაანალიზებულია, როგორ მოქმედებს აღნიშნული პროცესები შინამეურნეობებსა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ნანა იაშვილს სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU). იგი არის პლატფორმის „ექსტრაქციის ლანდშაფტები: კაპიტალი, ძალადობა და ქალაქი“ გუნდისა და „ურბანული მომავლის გამოწვევების“ აფილირებული წევრი. მისი სადოქტორო კვლევა ვენის უნივერსიტეტში საქართველოში საცხოვრისთან დაკავშირებულ დავალიანებებს ეძღვნება.

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: ონლაინ (დეტალებისთვის დაუკავშირდით: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge )

დრო: 24 მარტი, 17:00 საათი (თბილისის დროით)

დასწრება თავისუფალია.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია