ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრი და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 2026 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით გამართავს ანთროპოლოგიის სემინარების საგაზაფხულო სერიას.

ციკლი აერთიანებს საჯარო ლექციებსა და წიგნის პრეზენტაციებს, რომლებიც თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მკვლევრებს ეთნოგრაფიის, ყოველდღიური ცხოვრების, მეხსიერების, ადგილისა და კუთვნილების საკითხების გარშემო აერთიანებს.

სემინარები ჩატარდება ყოველ სამშაბათს. პროგრამა მოიცავს როგორც ფიზიკურ შეხვედრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და წიგნის სახლ „ლიგამუსში“, ისე ონლაინსესიებს.

შეხვედრებზე ონლაინ დასასწრების მსურველებს შეუძლიათ წინასწარ დაუკავშირდნენ კოორდინატორს ელფოსტაზე: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge

სემინარების განრიგი:

  • 24 მარტი, 17:00 – ნანა იაშვილი: „Collateralized lives: Home, debt, and financialization in the Republic of Georgia“ (ონლაინ).
  • 31 მარტი, 17:00 – Konrad Siekierski: „The Agency and Materiality of Sacred Texts in Armenian Christianity“ (ილიაუნის A103 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).
  • 7 აპრილი, 17:00 – Natallia Paulovich: „The Ecology of Everyday Life: Local Food Practices in the Face of Environmental Threats in the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Region“ (ონლაინ).
  • 14 აპრილი, 17:00 – თეა ქამუშაძე: „Silenced Childhoods: Socialization, Power, and Postcolonial Reflections in Georgian Soviet Ethnography“ (ილიაუნის A103 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).
  • 28 აპრილი, 17:00 – Benjamin Arenstein: „On the Reading of Poetry and the Poetry of Reading: The Literary Lives of the Soviet Jewish Underground in Leningrad and Lithuania“ (ილიაუნის A103 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).
  • 5 მაისი, 17:00 – ნინო აივაზიშვილი: „Soviet concept of ‘kulturnost’ in postsocialist and postmigration context“ (ონლაინ).
  • 19 მაისი, 19:00 – David Leupold: „The Death and Life of Southern Soviet Cities: Urban Futures and their Afterlives“ – წიგნის პრეზენტაცია (წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).
  • 2 ივნისი, 17:00 – გიორგი ჭეიშვილი: „Who Would Build a Church in Turkey? Unrecognizable Past, Uncanny Ruins, and the Bones of the National Other“ (ონლაინ).
  • 9 ივნისი, 17:00 – თიკო ხომერიკი: (თემა მოგვიანებით დაზუსტდება) (ონლაინ).
  • 16 ივნისი, 17:00 – Christina Schwenkel: „Sonic Socialism: Crisis and Care in Pandemic Hanoi“ – წიგნის პრეზენტაცია (ონლაინ).
  • 23 ივნისი, 19:00 – Lauren A Woodard: „Ambiguous Inclusion: Migration and Race on the Russia-China Border“ – წიგნის პრეზენტაცია (წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).
  • 30 ივნისი, 19:00 – Weronika Zmiejewski: „Georgian Women on the Move: Migration to Greece in Times of Crisis“ – წიგნის პრეზენტაცია (წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

 

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: მარტი – ივნისი, 2026

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ / ონლაინ პლატფორმა

დასწრება თავისუფალია.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია