30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ამიელ ბიზე ონლაინ  წაიკითხავს ლექციას „ტყის ნაშთები: შეშის შეგროვება და „სოფლის ღარიბების“ იდეა“.

პროფესორი ბიზე აღმოსავლეთ აფრიკის სოფლის მცხოვრებთა მიერ ტყის პროდუქტების შეგროვებას განიხილავს, როგორც საწყის წერტილს საკუთრების უფლებისა და ტყის შემოღობვის საკითხებზე ფიქრისთვის. კარლ მარქსის ადრეულ ტექსტებზე, რომლებიც ეხება „ჩამოვარდნილი ხის“ ცნებას, ასევე აღმოსავლეთ აფრიკის სატყეო პოლიტიკის ისტორიასა და კენიის ეთნოგრაფიულ კვლევებზე დაყრდნობით, ამიელ ბიზე ამტკიცებს, რომ დისკუსიები ტყის რესურსებზე წვდომის გარშემო  არის ერთ-ერთი მთავარი სივრცე, სადაც ყალიბდება და გადაფასდება „სოფლის ღარიბების“ იდეა.

ამიელ ბიზე ეკონომიკური ანთროპოლოგია, რომლის კვლევითი ინტერესია სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნების შესწავლა კაპიტალიზმის პერიფერიებში. ავტორი მიმდინარე წიგნის პროექტში იკვლევს, როგორ ქმნიან და ეწინააღმდეგებიან ადამიანები ღირებულებას „პოსტაგრარულ“ სოფლის სამყაროში. დასავლეთ კენიაში ჩატარებული ხანგრძლივი საველე კვლევის საფუძველზე შეისწავლის, თუ როგორ ცდილობენ ყოფილი ფერმერები სოფლის მიტოვებისა და ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის ათწლეულების შემდეგ ხელახლა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები ღირსებასთან, ნათესაურ კავშირებთან, შრომასა და ბუნებასთან კენიის ლიბერალიზებულ ეკონომიკაში. ბიზეს კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სხეულებზე, მასალებსა და ასპექტებზე, რომელთა საშუალებითაც იქმნება და ვრცელდება კაპიტალისტური ღირებულება, მაგრამ ამავე დროს წარმოქმნის ალტერნატიულ, კაპიტალიზმის მიღმა არსებულ, სოციალურ ურთიერთობებს.

ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის პლატფორმა (ბმულის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: florian.muehlfried@iliauni.edu.ge)

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 30 სექტემბერი, 17:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2025

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია