9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით დოქტორი ჰავვა ნესე ოზგენი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მოქალაქეობის არმქონე პირები ლტოლვილთა ბანაკებში და ბანაკებს მიღმა“.

მომხსენებელი მოქალაქეობის არქონის საკითხს განიხილავს არა მხოლოდ როგორც სამართლებრივ პრობლემას, არამედ როგორც ცხოვრებისეულ მდგომარეობას.  დოქტორი ოზგენი მიმდინარე კვლევითი პროექტის „ბანაკი, როგორც ცხოვრებისეული სამყარო: მოქალაქეობის არქონის მოგონებები ქურთი ლტოლვილების გამოცდილებით“ საფუძველზე იკვლევს, როგორ ყალიბდება მოქალაქეობის არქონის გამოცდილება ლტოლვილთა ბანაკებში და ვლინდება ის ბანაკებს გარეთ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

მომხსენებლის შესახებ

ჰავვა ნესე ოზგენი სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის პროფესორია. ემიგრაციაში მყოფი თურქი მეცნიერი ამჟამად ოსნაბრიუკის უნივერსიტეტის (გერმანია) ასოცირებული მკვლევარია. მისი კვლევითი ინტერესებია: თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ტექნიკა და მეთოდოლოგიები, კაპიტალის დაგროვება და მოქალაქეობა საზღვრებზე. ჩატარებული  აქვს კვლევები თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ (ერაყი, სირია, ქურთისტანი), აღმოსავლეთ (ირანი) და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის საზღვრებზე (სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი), ასევე დასავლეთ სახმელეთო საზღვრებზე (ბულგარეთი, საბერძნეთი).

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმა

დრო: 9 დეკემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)

დასწრება თავისუფალია.

2025

 

 

 

 

 

 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია