28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით გლაზგოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ტარას ფედირკო ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“.

დრონები, „რედ ბულის“ ქილები და ხელყუმბარები – უკრაინის ომში ფრონტის ხაზის სამი სიმბოლური საჩუქარია. მომხსენებელი შეეხება საკითხს, როგორ ყალიბდება ომის ეკონომიკა სანგრებში ამ საგნების მნიშვნელობის გათვალისწინების შედეგად. უკრაინელ მებრძოლებთან და ფრონტისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთის მიმწოდებელ სამხედრო აქტივისტებთან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მომხსენებელი იკვლევს, როგორ ესმით ომში მყოფ ადამიანებს ფრონტზე ასეთი საგნების რისკის და თავგანწირვის ფასად შეტანისა და ამით ჯარისკაცების მძიმე ყოფის მხარდაჭერის მნიშვნელობა. უკრაინული ომის „საჩუქრებზე“ ფიქრი გვეხმარება გავიგოთ, როგორ ცვლის მტრობა, ძალადობა და ნგრევა ყველაფერ ღირებულს და რა მართებთ ადამიანებს ერთმანეთის კონფლიქტებისა და ეგზისტენციალური საფრთხის დროს.

მომხსენებლის შესახებ

ტარას ფედირკო გლაზგოს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის ასისტენტ-პროფესორი და ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის (IWM) უფროსი მკვლევარია. სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა დარემის უნივერსიტეტში. იყო პოსტდოქტორანტი კემბრიჯისა და სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტებში. პოლიტიკისა და ეკონომიკის ანთროპოლოგი ტარას ფედირკო იკვლევს, თუ როგორ ორგანიზდება სოციალური მოძრაობა ომის ეკონომიკის, სახელმწიფოების, კაპიტალისტური შრომისა და ღირებულებითი რეჟიმების ტრანსფორმაციისთვის; ჩატარებული აქვს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევა კიევსა და ლონდონში. ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობდა ერთობლივ  კვლევით პროექტს სამოქალაქო და სამხედრო ქსელების შესახებ უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდასაჭერად.

ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის ბმული: https://shorturl.at/ls0Yy

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 ოქტომბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)

დასწრება თავისუფალია.

2025

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია