ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით იხილეთ აქ.
სადოქტორო პროგრამაზე მიღების შემდგომ ეტაპზე იმ დოქტორანტობის კანდიდატების სადოქტორო კვლევით განაცხადებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი და დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ფაკულტეტის ადმინისტრაცია უგზავნის დარგობრივ კომისიას.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).
გაითვალისწინეთ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით პროექტს კომისია შეაფასებს 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები 2022 წლის 25 აგვისტოს განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
მარიამ მარდალეიშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
2022 წელი