ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სტიპენდია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი, 2020 წლის შემოდგომიდან დააფინანსებს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაში შერჩეულ ორ დოქტორანტს. ფონდი დოქტორანტს სამი წლის განმავლობაში თვიურად 400 ევროს ოდენობის სტიპენდიას გადასცემს. სტიპენდიის შესახებ გადაწყვეტილება გვიან შემოდგომაზე გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ფონდი პროგრამაში ჩარიცხული დოქტორანტების განაცხადებს განიხილავს და კანდიდატებს შეარჩევს.

გამოცხადდა მიღება სადოქტორო პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. ვაკანტური ადგილი: 4 სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ. პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2020 წლის 27 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ შემდეგ მისამართზე. […]

სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი

ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის პროფესორებმა ელენე გავაშელიშვილმა, მარიამ დარჩიაშვილმა და ქეთევან გურჩიანმა მიიღეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი პროექტისთვის “სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა”. კვლევის ხელმძღვანელია ელენე გავაშელიშვილი, კვლევის კოორდინატორი ნინო რჩეულიშვილი, ხოლო კვლევის მონაწილეები მარიამ დარჩიაშვილი და ქეთევან გურჩიანი. კვლევის ხანგრძლივობაა 2020-2023.

თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე

ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის პროფესორებმა ქეთევან გურჩიანმა და თამთა ხალვაშმა მიიღეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი პროექტისთვის, “თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე”. კვლევის ხელმძღვანელია ქეთევან გურჩიანი, კვლევის კოორდინატორი ია კუპატაძე, ხოლო პროექტის მკვლევრები არიან თამთა ხალვაში და პოლ მენინგი). კვლევის ხანგრძლივობაა 2020-2023.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია