ვორკშოპი „პროტესტის აფექტი: საქართველოს ანტიავტორიტარული წინააღმდეგობა და ბრძოლა დემოკრატიისთვის“

7 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ვორკშოპი „პროტესტის აფექტი: საქართველოს ანტიავტორიტარული წინააღმდეგობა და ბრძოლა დემოკრატიისთვის“. ღონისძიებამ თავი მოუყარა ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებს, რათა განეხილათ საქართველოში მიმდინარე პროტესტების აფექტური განზომილებები. მონაწილეებს შორის იყვნენ გორქემ აიდემირ-კუნდაქჩი (KU Leuven), მარტინ დემანტ ფრედერიქსენი (ორჰუსის უნივერსიტეტი), კატრინე ბენდტსენ გოტფრედსენი (მალმოს უნივერსიტეტი), სტივენ ჯონსი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), მარიამ კალანდაძე (LSE), […]
დოქტორანტ მარიამ შალვაშვილის სტატია „ცხოვრება მიცვალებულებთან: გლოვის პოლიტიკა და დისკურსები ნაციონალიზმსა და მოდერნულობაზე საქართველოში“ Routledge-ის საერთაშორისო სახელმძღვანელოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა მარიამ შალვაშვილმა Routledge-ის საერთაშორისო სახელმძღვანელოში Handbook of Queer Death Studies გამოაქვეყნა სტატია „ცხოვრება მიცვალებულებთან: გლოვის პოლიტიკა და დისკურსები ნაციონალიზმსა და მოდერნულობაზე საქართველოში“. ავტორი ეხება სამეგრელოში გლოვის პრაქტიკას. სკეპტიკურად განიხილავს თანამედროვე, მედიკალიზებული გლოვისა და სიკვდილის გაგებას და ისეთ მკაცრ და ნორმატიულ ბინარულობებს, როგორებიცაა: მკვდარი/ცოცხალი, პასიური/აქტიური, არყოფნა/ყოფნა, […]
მიღება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია

პროგრამაზე მიღების მოთხოვნები 3 ვაკანტური ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს: საბუთების მიღება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან I ეტაპი: რეგისტრაცია სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ და ქვემოთ მითითებული დოკუმენტები გამოგზავნონ 2025 წლის 19 […]
დოქტორანტ ესმა ბერიკიშვილის სტატია ჟურნალში Caucasus Survey

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა გამოაქვეყნა სტატია ჟურნალში Caucasus Survey. ავტორი განიხილავს ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ურთიერთობების მოწესრიგებას კერძო სათევზაო კომპანიებსა და ადგილობრივ მეთევზეებს შორის, როგორ გამოიწვია ამ რეფორმებმა ახალი „არაფორმალური საზღვაო ეკონომიკური პრაქტიკების“ ჩამოყალიბება შავ ზღვაზე, კერძოდ, ქალაქ ფოთში. დოქტორანტი აღნიშნავს, რომ ეს […]
დოქტორანტი ქეთევან ლაფაჩი მალმოს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იმყოფება

ილიაუნის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ქეთევან ლაფაჩი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მალმოს უნივერსიტეტის თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამის Erasmus+ ფარგლებში მობილობით ექვს თვეს გაატარებს მალმოს უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის კვლევების ფაკულტეტზე. იგი მალმოში იმუშავებს დისერტაციაზე და რუსეთის, უკრაინისა და კავკასიის რეგიონული კვლევის სემინარზე წარადგენს სტატიას „თმა, როგორც სასაქონლო საგანი: თმით ვაჭრობის ინფრასტრუქტურა საქართველოში“.
დოქტორანტმა დათო ლაღიძემ მონაწილეობა მიიღო გლობალური მობილობის კონფერენციაში სეულში

2024 წლის 24-26 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, დათო ლაღიძემ მონაწილეობა მიიღო გლობალური მობილობის ჰუმანიტარულ კონფერენციში სეულში, სამხრეთ კორეაში. დათო ლაღიძე მონაწილეობდა ლეიდენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში – Aspirational Infrastructure Research: Mobilities, Airports, Place (AIR-MAP), სადაც მან წარადგინა პრეზენტაცია სათაურით „ქუთაისის აეროპორტი: მიგრაცია, ინფრასტრუქტურა და განვითარება“. 2024 წლის GMHC-ის […]
პროფესორმა ქეთევან გურჩიანმა ბინგჰემტონის უნივერსიტეტში საჯარო მოხსენება წაიკითხა

ანთროპოლოგიის პროფესორმა ქეთევან გურჩიანმა, 18 ნოემბერს ბინგჰემტონის უნივერსიტეტში საჯარო მოხსენება წაიკითხა სახელწოდებით, “Creeping dead and adopted graves: what cemeteries do in Tbilisi”. როგორ აყალიბებდა სიკვდილთან დაკავშირებული პრაქტიკები და გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების შესახებ იდეები თბილისის სასაფლაოებსა და ურბანულ ცხოვრებას? ეს მოხსენება იკვლევს, თუ როგორ მოქმედებენ სასაფლაოები როგორც ბაღები, ასევე არაბაღები – მწვანე, ღია სივრცეები, რომლებიც ეწინააღმდეგება […]
პროფესორმა თამთა ხალვაშმა გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პერიფერიული სირცხვილი“ საჯარო პრეზენტაცია გამართა ვარშავის უნივერსიტეტში

ანთროპოლოგიის პროფესორმა თამთა ხალვაშმა, ვარშავის უნივერსიტეტის სემინარების სერიის „პოსტკოლონიური პერსპექტივები – პოსტდამოკიდებულების ხლართები“ ფარგლებში, 19 ნოემბერს წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით, „პერიფერიული სირცხვილი: აფექტური ქალაქი და ერი პოსტკოლონიალური საქართველოს მიჯნაზე“, რომელიც მის გამოსაცემად მომზადებულ წიგნს ეყრდნობა. ამ წიგნის საშუალებით, თამთა ხალვაში იკვლევს პოსტსაბჭოთა საქართველოს როგორც უნიკალურ პოსტკოლონიურ სივრცეს, რომელიც წარმოშობს პერიფერიული სირცხვილის ემოციურ მდგომარეობას. საოჯახო არქივებისა და […]
ანთროპოლოგიის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის სტიპენდია მოიპოვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა მოიპოვა ციურიხის უნივერსიტეტის ოთხთვიანი სტიპენდია. იგი ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში იმუშავებს კვლევით პროექტზე „მარადიული დაპირებების ქალაქი – ინფრასტრუქტურა, არაფორმალური ეკონომიკები და გეოპოლიტიკური დინამიკა ქალაქ ფოთში“. კვლევაში განხილული იქნება ადგილობრივი თემის პასუხი იმ სოციოეკონომიკურ ცვლილებებზე, რომლებიც ქალაქ ფოთში ვარდების რევოლუციის შემდგომ რეფორმებსა […]
ანთროპოლოგიის დოქტორანტი ესმა ბერიკიშვილი მალმოს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მალმოს უნივერსიტეტის თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამის Erasmus+ ფარგლებში ილიაუნის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ესმა ბერიკიშვილი მობილობით ორ თვეს გაატარებს მალმოს უნივერსიტეტში, გლობალური პოლიტიკის კვლევების ფაკულტეტზე. ესმა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე. დოქტორანტი მალმოს უნივერსიტეტში წაიკითხავს მოხსენებას „მარადიული დაპირებების ქალაქი – დაკარგული ინფრასტრუქტურის აფექტი და არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობები ქალაქ ფოთში“. 2024