ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა მარიამ შალვაშვილმა ჟურნალ Nationalities Papers-ში გამოაქვეყნა სტატია „უსაფრთხოების პოლიტიკა და სახელმწიფოს კონტრნარატივები საქართველოს პანკისის ხეობაში“ (Politics of Securitization and Counter-Narrating the State in Georgia’s Pankisi Gorge).

ავტორი პანკისის ხეობაში ჩატარებულ ხანგრძლივ ეთნოგრაფიულ კვლევაზე დაყრდნობით განიხილავს, როგორ იქცნენ ქისტები – საქართველოში მცხოვრები, უპირატესად მუსლიმი ეთნიკური უმცირესობა – სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის ობიექტად. ნაშრომში ეს პროცესი გაანალიზებულია კავკასიაში რუსეთის კოლონიური ისტორიის, 11 სექტემბრის შემდეგ ჩამოყალიბებული გლობალური კონტრტერორისტული პოლიტიკისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ საქართველოს ეროვნული პოლიტიკის კონტექსტში.

სტატია ასევე იკვლევს, როგორ აისახება თვალთვალი, კონტროლი და სახელმწიფო ძალადობა პანკისის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რა სტრატეგიებით უმკლავდებიან ქისტები მარგინალიზაციასა და მათ შესახებ გაბატონებულ წარმოდგენებს, ქმნიან რა საკუთარ კონტრნარატივებს.

სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/4jmVM4G

2026

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია