2024 წლის 24-26 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, დათო ლაღიძემ მონაწილეობა მიიღო გლობალური მობილობის ჰუმანიტარულ კონფერენციში სეულში, სამხრეთ კორეაში.

დათო ლაღიძე მონაწილეობდა ლეიდენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში – Aspirational Infrastructure Research: Mobilities, Airports, Place (AIR-MAP), სადაც მან წარადგინა პრეზენტაცია სათაურით „ქუთაისის აეროპორტი: მიგრაცია, ინფრასტრუქტურა და განვითარება“.

2024 წლის GMHC-ის კონფერენცია შეისწავლის მობილობას, მისწრაფებებს და აფექტურ მომავალს გლობალურ კონტექსტში. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა აეროპორტები და მისწრაფებები გლობალური ჩრდილოეთის მიღმა, მოძრაობა და ესთეთიკა, მიგრაცია, შრომა და სამართლიანობა.

პანელის სათაური: აეროპორტები და მისწრაფებები გლობალური ჩრდილოეთის მიღმა.

პანელის აღწერა:

ბოლო ათწლეულია გახშირდა კვლევვები, რომლებიც აანალიზებს ფრენას, აეროპორტის სივრცეებს და ავიაციის აფექტურ გამოცდილებებს (e.g., Adey 2010; Adey, Budd, and Hubbard 2007; Cwerner 2009; Elliott and Radford 2015). კვლევის ეს მიმდინარე პროცესები ტანდემშია უფრო ფართო ინტელექტუალური პერსპექტივის ცვლილებასთან, რომელიც იძიებს მრაცალ-სივრცობრივ (უ)მოძრაობას (Sheller and Urry 2006). თანემედროვე ლიტერატურაში, აეროპორტები კონცეპტუალიზებულია სხვადასხვა მიმართულებით – დაწყებული დახურული მიკრო ქალაქებიდან დასრულებული თავისთავად სიმბოლური ინტერფეისით სხვადასხვა მასშტაბის ტერიტორეიბს შორის (მაგალითად: ერი, რეგიონი), დაწყებული დანარჩენი სამყაროს წერტილებიდან დასრულებული ჰიპერ-მობილური ელიტის ექსკლუზიური კავშირების კვანძებით. თუმცაღა, ამ ნაშრომების უდიდესი ნაწილი ფოკუსირდება პრივილეგირებული მდიდარი გლობალური ქალაქების განაკუთრებული მნიშვნელობის მქონე აეროპორტებზე. უფრო მეტიც, ასეთი კვლევებს ატრებენ მკვლევარები და ინსტიტუციები გლობალური ჩრდილოეთიდან. მიუხედავად ამისა, აზიის, აფრიკის და სახმრეთ ამერიკის პერიფერიული ნაწილები უფრო მეტად დაიწყეს აშენება მეგა-პროექტებს, როგორიცაა აეროპროტები, მიუხედავად ამისა პროექტების დაფინანსების და დაგეგმვის რეჟიმები ნაკარნახევია მდიდარი ქვეყნების მიერ. AIR-MAP-ის პანელი ცდილობს დარღვეული ბალანსის აღმოფხვრას და ყურადღებას ამახვილებს ამბიციური აეროპორტების განვითარებაზე გლობალური სამხრეთში და აანალიზებს თეორიულ ნაწილებს მისწრაფების და მომავლის შესახებ უფრო მეტად ფართო დებატების ფონზე, რაც მოიცავს აფექტს და მობილურობის გლობალური ჩრდილოეთის მიღმა.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია