ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების, ლიკა ჯალაღანიას, მარიამ ურდიას, ქეთევან ლაფაჩისა და ესმა ბერიკიშვილის (პოსტდოკი) სტატია „მოდერნულობის მოჩვენებები: ნანგრევები, წინააღმდეგობა და წყლის ინფრასტრუქტურის პოეტიკა საქართველოში“ დაიბეჭდა ჟურნალში „კვლევები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე“.
ავტორები განიხილავენ საქართველოში წყლის ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ როგორც ტექნიკურს სისტემას, არამედ როგორც აფექტურ, პოეტურ და პოლიტიკურ ბრძოლის ადგილს.
სტატიის მიხედვით, მტკვრის, რიონისა და შავი ზღვის აუზების ეთნოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის ინფრასტრუქტურა თანამედროვეობის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს და აყალიბებს საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკოლოგიურ გარემოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია: https://tinyurl.com/ks4mwczf
2026
