პროფესორმა თამთა ხალვაშმა გამოსაცემად მომზადებული წიგნის „პერიფერიული სირცხვილი“ საჯარო პრეზენტაცია გამართა ვარშავის უნივერსიტეტში

ანთროპოლოგიის პროფესორმა თამთა ხალვაშმა, ვარშავის უნივერსიტეტის სემინარების სერიის „პოსტკოლონიური პერსპექტივები – პოსტდამოკიდებულების ხლართები“ ფარგლებში, 19 ნოემბერს წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით, „პერიფერიული სირცხვილი: აფექტური ქალაქი და ერი პოსტკოლონიალური საქართველოს მიჯნაზე“, რომელიც მის გამოსაცემად მომზადებულ წიგნს ეყრდნობა. ამ წიგნის საშუალებით, თამთა ხალვაში იკვლევს პოსტსაბჭოთა საქართველოს როგორც უნიკალურ პოსტკოლონიურ სივრცეს, რომელიც წარმოშობს პერიფერიული სირცხვილის ემოციურ მდგომარეობას. საოჯახო არქივებისა და […]
ანთროპოლოგიის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის სტიპენდია მოიპოვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა მოიპოვა ციურიხის უნივერსიტეტის ოთხთვიანი სტიპენდია. იგი ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში იმუშავებს კვლევით პროექტზე „მარადიული დაპირებების ქალაქი – ინფრასტრუქტურა, არაფორმალური ეკონომიკები და გეოპოლიტიკური დინამიკა ქალაქ ფოთში“. კვლევაში განხილული იქნება ადგილობრივი თემის პასუხი იმ სოციოეკონომიკურ ცვლილებებზე, რომლებიც ქალაქ ფოთში ვარდების რევოლუციის შემდგომ რეფორმებსა […]
ანთროპოლოგიის დოქტორანტი ესმა ბერიკიშვილი მალმოს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მალმოს უნივერსიტეტის თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამის Erasmus+ ფარგლებში ილიაუნის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ესმა ბერიკიშვილი მობილობით ორ თვეს გაატარებს მალმოს უნივერსიტეტში, გლობალური პოლიტიკის კვლევების ფაკულტეტზე. ესმა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე. დოქტორანტი მალმოს უნივერსიტეტში წაიკითხავს მოხსენებას „მარადიული დაპირებების ქალაქი – დაკარგული ინფრასტრუქტურის აფექტი და არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობები ქალაქ ფოთში“. 2024
თანამშრომლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელის უნივერსიტეტს შორის

წელს პირველად ამერიკის კვლევითმა ინსტიტუტმა სამხრეთ კავკასიისთვის (ARISC) დააფინანსა აკადემიური გაცვლა ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის. პირველი გამარჯვებულები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი და კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი, არქიტექტორი და ლანდშაფტის დიზაინის თეორეტიკოსი მერაია ტეილორი. პროფესორი ქეთევან გურჩიანი კორნელის უნივერსიტეტში ჩაატარებს ლექციებს და წაიკითხავს მოხსენებებს. 12 ნოემბერს დაგეგმილია ქეთევან გურჩიანის პირველი საჯარო ლექცია მწვანე […]
ინფრასტრუქტურის ფლუიდურობა: ემოციები, სხეულები და სოციალური ტრანსფორმაციები – დოქტორანტების პანელი ASIAC – 2024 კონფერენციაზე

2024 წლის დეკემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები აწყობენ პანელს ASIAC XVIII ყოველწლიურ კონფერენციაზე ვენეციის Ca’ Foscari-ის უნივერსიტეტში. წლევანდელი ASIAC კონფერენცია შეისწავლის კავშირების, მობილურობისა და ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ასპექტს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კონფერენციაზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: სავაჭრო გზები, მიგრაცია, ტექნოლოგიები, ურბანული განვითარება, კულტურული, რელიგიური და მხატვრული გადაკვეთები თუ ენობრივი […]
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმა ევროპის ანთროპოლოგთა ასოციაციის (EASA) კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტებმა ესმა ბერიკიშვილმა და მარიამ შალვაშვილმა 23-26 ივლისს სადოქტორო კვლევების შედეგები წარადგინეს სოციალური ანთროპოლოგების ევროპული ასოციაციის (EASA) მიერ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. ესმა ბერიკიშვილი წარდგა სტატიით “Disrupted Waves: Undoing Maritime Livelihoods and State Reforms in Post-Soviet Poti,” მარიამ შალვაშვილის პრეზენტაციის სათაური იყო: “Doubting (the) State: the Political and […]
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის განცხადება ამავე პროგრამის დოქტორანტის გიორგი ხასაიას თაობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურულიანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მისივედოქტორანტის, გიორგი ხასაიას მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩა N1-ში აღსრულების პოლიციამხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცედურა დაიწყო, რასაც ოჯახისმხარდასაჭერად მობილიზებულ მოქალაქეთა ნაწილის სამართლიანი პროტესტიმოჰყვა. ძალადობრივი გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისასსამართალდამცავმა უწყებამ პროტესტის 20-მდე მონაწილე დააკავა, მათ […]
კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი მალმოს უნივერსიტეტში (შვედეთი) მობილობისთვის ანთროპოლოგიისა და ისტორიის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 იანვარი, 18:00 საათი (საქართველოს დროით). კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: ➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E120☏ (995 322) 22 00 09 (367)erasmusplus@iliauni.edu.ge გისურვებთ წარმატებას!
განცხადება პროგრამაზე მიღებისა და სტიპენდიის შესახებ – სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. ვაკანტური ადგილი: 3. ქალთა ფონდი საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ ჩარიცხული ერთი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას, რომლის მოცულობა განისაზღვრება თვეში 400 ევროს ეკვივალენტით ლარში და შესაძლოა გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში. დამატებითი […]
თანამშრომლობა მალმოსა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტებთან ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში

2023 წელს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ინიცირებით ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის (Erasmus+ International Credit Mobility) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა პროგრამა ასევე გულისხმობს აკადემიური პერსონალის ორმხრივ მობილობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზემოთ ჩამოთვლილ ევროპულ უნივერსიტეტებს შორის. საერთაშორისო მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, ოქტომბერსა და თებერვალში. კონკურსის შესახებ […]