ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტებმა ესმა ბერიკიშვილმა და მარიამ შალვაშვილმა 23-26 ივლისს სადოქტორო კვლევების შედეგები წარადგინეს სოციალური ანთროპოლოგების ევროპული ასოციაციის (EASA) მიერ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ესმა ბერიკიშვილი წარდგა სტატიით “Disrupted Waves: Undoing Maritime Livelihoods and State Reforms in Post-Soviet Poti,” მარიამ შალვაშვილის პრეზენტაციის სათაური იყო: “Doubting (the) State: the Political and Affective Role of Mistrust and Conspiracy Theories in Pankisi, Georgia.”

კონფერენციაში მონაწილეობისთვის დოქტორანტებმა მოიპოვეს სოციალური ანთროპოლოგების ევროპული ასოციაციის დაფინანსება. ესმა ბერიკიშვილი დააფინანსა მაქს ვებერის ფონდმაც.

კვლევების წარდგენის შემდეგ მათ შესთავაზეს ანთროპოლოგიის სამეცნიერო ჟურნალების სპეციალურ გამოცემათა თანაავტორობა.

სოციალური ანთროპოლოგების ევროპული ასოციაციის კონფერენცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა უნივერსიტეტში ეწყობა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კონფერენციაა სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში.

წელს მასში მონაწილეობდა 2500-ზე მეტი დელეგატი. კონფერენცია მოიცავს კვლევითი მიგნებების წარდგენის ასეულობით პანელს, ასევე ვორკშოპებს, მრგვალი მაგიდის ტიპის დისკუსიებს და მასში ხშირად მონაწილეობენ ანთროპოლოგიის დისციპლინის ყველაზე ცნობილი მკვლევრები.

2024

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია